Skip to content
19/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან

მარშალ პრესი 12/03/2026
055
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან, განყოფილების უფროსებთან, მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან, მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და სხვადასხვა მიმართულებით არსებული სამუშაო პროცესები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურული პროექტების დროულ და ხარისხიან შესრულებას, შესყიდვების პროცედურების ეფექტიანად წარმართვას, ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერებასა და მუნიციპალური ქონების მართვის საკითხებს.
მერმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად იმსჯელა არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზებზე. ყურადღება გაამახვილა სამსახურში კოორდინაციის, პასუხისმგებლობისა და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე აღინიშნა სხვადასხვა უწყებას შორის აქტიური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა, რაც მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
სამუშაო შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებიც ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: ლევან მაჭავარიანი: როგორიც არ უნდა იყოს წნეხი და ზეწოლა, ერთ ნაბიჯს ვერ გადაგვადგმევინებს უკან ვერავინ – “ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ყოველთვის იქნება საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი
Next: საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე, 4 ჩარტერი დაორგანიზდა, რის შედეგადაც საქართველოში დაბრუნდა 558 ჩვენი თანამოქალაქე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.