Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სპეციალურ საგამოძიებო სამსახური: ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რაც ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულებას, საიტის განახლების შემდეგ კვლავ ხელმისაწვდომი იქნება

მარშალ პრესი 02/04/2022
სპეციალურ საგამოძიებო სამსახური

www.sis.gov.ge – გახლდათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძირითადი საიტი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საიტის განახლება, რომლის პროცესშიც საიტზე არსებული ყველა ძველი ინფორმაცია შენახულია, – ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში სპეციალურ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„სპეციალურ საგამოძიებო სამსახური, დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო 2022 წლის 1 მარტს შეიქმნა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულთა საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოდ განისაზღვრა. 1 მარტიდან, ასევე დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

www.sis.gov.ge – გახლდათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძირითადი საიტი, რომელიც სამსახურის ორ მიმართულებას აერთიანებდა სხვადასხვა დომენზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საიტის განახლება, რომლის პროცესშიც საიტზე არსებული ყველა ძველი ინფორმაცია შენახულია, მისი წაშლა არ მომხდარა და საიტის რეკონსტრუქციიდან გამომდინარე დროებით მიუწვდომელია.

საიტის განახლების პროცესის დასრულების შემდეგ, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რაც ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულებას, კვლავ აისახება საიტზე და იგი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: ყველას მოვუწოდებ, მიიღოს ის არჩევანი, რომელსაც დღეს ქართველი ხალხი გააკეთებს
Next: რუსთავსა და ბათუმში საარჩევნო უბნები დაიხურა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.