Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ყველას მოვუწოდებ, მიიღოს ის არჩევანი, რომელსაც დღეს ქართველი ხალხი გააკეთებს

მარშალ პრესი 02/04/2022
შალვა პაპუაშვილი

ეს არ არის პირველი არჩევნები, სადაც ჩვენ ვხედავთ დაძაბულობის შექმნის მცდელობებს, ამიტომ იმყოფებიან ადგილზე ჩვენი ლიდერებიც, რომ არანაირი ექსცესები არ მოხდეს. ყველას მოვუწოდებ, მიიღოს ის არჩევანი, რომელსაც დღეს ქართველი ხალხი გააკეთებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არჩევნები მიმდინარეობს ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს. საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ ბათუმში ხდება სრულად ელექტრონული ტექნოლოგიებით არჩევნების ჩატარება. იცით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იყო ამის პილოტირება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოცდილება დაგვეხმარება ჩვენ იმაში, რომ საბოლოო ჯამში გადავიდეთ ხმის მიცემის სრულად ელექტრონულ პროცედურაზე. რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოსახლეობას ჰქონდა საკმარისი დრო, რომ კიდევ ერთხელ შეეხედა ქართული პოლიტიკური ლანდშაფტისთვის და გამოეტანა საკუთარი დასკვნა, ვინ დგას ამ ქვეყანაში განვითარებისა და წინსვლის მხარეს და ვინ არის არეულობის და ქვეყნის უკუსვლის მომხრე. ეს არ არის პირველი არჩევნები, სადაც ჩვენ ვხედავთ დაძაბულობის შექმნის მცდელობებს, ამიტომ იმყოფებიან ადგილზე ჩვენი ლიდერებიც, რომ არანაირი ექსცესები არ მოხდეს. ყველას მოვუწოდებ, მიიღოს ის არჩევანი, რომელსაც დღეს ქართველი ხალხი გააკეთებს. დღეს არჩევანი კეთდება არა მხოლოდ ბათუმსა და რუსთავში, არამედ იმ საკითხებთან დაკავშირებით​, რომელზეც ბოლო პერიოდში ქვეყანაში დისკუსიის შექმნის მცდელობა იყო, მათ შორის უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიმართ საქართველოს ​პოზიციონირებასთან დაკავშირებით. დღეს ბათუმელი და რუსთაველი ამომრჩევლები ამ საკითხზეც გასცემენ პასუხს“, – აცხადებს პაპუაშვილი.

Post navigation

Previous: მიხეილ სააკაშვილი ხშირად იხლართება-ხოლმე ტყუილსა და მართალში. ძალიან ძნელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოდელირება
Next: სპეციალურ საგამოძიებო სამსახური: ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რაც ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულებას, საიტის განახლების შემდეგ კვლავ ხელმისაწვდომი იქნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.