Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენი ეროვნული, ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, საქართველო ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად ითვლება – მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით

მარშალ პრესი 10/03/2026
levan machavariani

მიუხედავად, არნახული მასშტაბის წნეხის, ზეწოლისა და შანტაჟისა, ჩვენს გუნდს უკან არცერთი ნაბიჯით არ დაუხევია და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ქართველი ხალხის გვერდში დგომის გარეშე, – წერს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ ქსელში.

მაჭავარიანი ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უახლეს მონაცემებს, რომლის თანახმად, საქართველო რეგიონში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. მისი შეფასებით, საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და როდესაც რეგიონში ამდენი უბედურება ტრიალებს, ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას.

“ჩვენი ეროვნული, ფრთხილი, პრაგმატული და მოქნილი პოლიტიკის შედეგად, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად ითვლება. როდესაც ჩვენთან ძალიან ახლოს, ამდენი უბედურება ტრიალებს, ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას.

მიუხედავად, არნახული მასშტაბის წნეხის, ზეწოლისა და შანტაჟისა, ჩვენს გუნდს უკან არცერთი ნაბიჯით არ დაუხევია და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ქართველი ხალხის გვერდში დგომის გარეშე.

საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით!
ვინც, ჯერ კიდევ ვერ ათვიცნობიერებთ ამ ფაქტს, უკვე მართლა დროა, უბრალოდ აზროვნება დაიწყოთ!” – წერს ლევან მაჭავარიანი.

Post navigation

Previous: ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა. ასეთები საუბრობენ დამხობაზე, გადატრიალებაზე, შურისძიებაზე და ამათ უნდათ კვლავ ძალაუფლების ხელში ჩაგდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.