Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის მიერ დევიდ ო`სალივანისადმი 18 თებერვალს გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს

მარშალ პრესი 10/03/2026
maka bochorishvili

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის მიერ დევიდ ო`სალივანისადმი 18 თებერვალს გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს. წერილში მინისტრი სანქციების საკითხში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს უხსნის, რომ ყულევის პორტში სანქციების გვერდის ავლის არცერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის.

„მნიშვნელოვანია, რომ ყულევის პორტში არ იყო დაფიქსირებული სანქციების გვერდის ავლის, საზღვაო მიმოსვლის დარღვევის ან ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვების დარღვევის არცერთი დადასტურებული შემთხვევა. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებას არასდროს მიუღია არავითარი ოფიციალური შეტყობინება, რომელიც ამის თაობაზე შეშფოთებას გამოხატავდა ან მიუთითებდა მოთხოვნების შეუსრულებლობაზე“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი დევიდ ო`სალივანს.

გარდა ამისა, წერილში საქართველოს პირველი დიპლომატი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თბილისი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლასთან ბრძოლის საქმის ერთგულია.

მაკა ბოჭორიშვილი ენერგომატარებლებით საერთაშორისო ვაჭრობაში ყულევის ტერმინალის როლზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის ხელს უწყობს ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციას, აძლიერებს შავი ზღვის ლოგისტიკას და მხარს უჭერს “შუა დერეფანს“.

„საქართველოს მთავრობის სახელით გიდასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას იმ პრობლემების გადაჭრის საქმისადმი, რომელიც საზღვაო სფეროში არსებულ რისკებს უკავშირდება“, – წერს ბოჭორიშვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც ო`სალივანი საქართველოს ეწვია, ახალი არხების შექმნის მეშვეობით საქართველომ და ევროკავშირმა სანქციების შესრულების კუთხით არსებული თანამშრომლობა განამტკიცეს. მაკა ბოჭორიშვილი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ბრიუსელს სთავაზობს შეიქმნას სტრუქტურირებული ოპერატიული არხი, რათა ბრძოლა სანქციების გვერდის ავლასთან უფრო გაძლიერდეს.

ოფიციალური ტექსტი იხილეთ ბმულზე:

Post navigation

Previous: ჩვენი ეროვნული, ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, საქართველო ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად ითვლება – მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით
Next: იუსტიციის მინისტრმა ყირგიზეთის ელჩთან ქვეყნებს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.