Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა. ასეთები საუბრობენ დამხობაზე, გადატრიალებაზე, შურისძიებაზე და ამათ უნდათ კვლავ ძალაუფლების ხელში ჩაგდება

მარშალ პრესი 10/03/2026
jaba khubua

რაკი ნაცჯალათებს გამჩენი არ ასვენებთ და კვლავ დამხობაზე, გადატრიალებაზე, რევანშსა და შურისძიებაზე ლაპარაკობენ, მოგვიწევს, ბევრი რამ თავიდან გავიხსენოთ- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე და ბაჩო ახალაიას შესახებ საუბრობს. როგორც ხუბუა წერს, „როცა სამხედრო პოლიციაში ბაჩო ახალაია ლონდარიძეს აწამებდა, მისი ძმა დათა ახალაია მსხვერპლს თავზე დასძახოდა – აღიარე, თორემ ხომ იცი, ბაჩო მკვლელია და თავს რატომ აკვლევინებო!“

მისივე თქმით, ასეთები საუბრობენ დამხობაზე და ამათ უნდათ კვლავ ძალაუფლების ხელში ჩაგდება. „რაკი ნაცჯალათებს გამჩენი არ ასვენებთ და კვლავ დამხობაზე, გადატრიალებაზე, რევანშსა და შურისძიებაზე ლაპარაკობენ, მოგვიწევს, ბევრი რამ თავიდან გავიხსენოთ. ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს (2011 წელი, სერგო თეთრაძის საქმე) პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა. სასტიკი წამებისგან სასომიხდილი ლონდარიძე ახალაიას პისტოლეტიან ხელში ეცა, უნდოდა ჩახმახისთვის გამოეკრა და ასე დაესვა წერტილი თავისი ტანჯვისათვის, მაგრამ ახალაიას ,,გლოკი” საბრძოლო მდგომარეობაში არ აღმოჩნდა მოყვანილი. როცა სამხედრო პოლიციაში ბაჩო ახალაია ლონდარიძეს აწამებდა, მისი ძმა დათა ახალაია მსხვერპლს თავზე დასძახოდა – აღიარე, თორემ ხომ იცი, ბაჩო მკვლელია და თავს რატომ აკვლევინებო! წარმოიდგინეთ, ძმა ძმაზე ამბობდა, მკვლელიაო და მსხვერპლს ამით აშინებდა. აი, ასეთები საუბრობენ დამხობაზე, გადატრიალებაზე, შურისძიებაზე და ამათ უნდათ კვლავ ძალაუფლების ხელში ჩაგდება.“- წერს ხუბუა.

Post navigation

Previous: პირველი ბზარი “ნაცმოძრაობის” ერთობაში – პეტრე ცისკარიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს უზრდელ ვირიშვილს უწოდებს, ჩერგოლეიშვილი კი მის პარტიას – გადამდგებ არარაობებს
Next: ჩვენი ეროვნული, ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, საქართველო ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად ითვლება – მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.