Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პირველი ბზარი “ნაცმოძრაობის” ერთობაში – პეტრე ცისკარიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს უზრდელ ვირიშვილს უწოდებს, ჩერგოლეიშვილი კი მის პარტიას – გადამდგებ არარაობებს

მარშალ პრესი 10/03/2026
116

შეთანხმებას არღვევ პეტრე! რაღაცას რომ ხელს აწერ, მერე ის უნდა დაიცვა! – წერს “ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, “ნაცმოძრაობის” ლიდერ პეტრე ცისკარიშვილს, რამაც მათ შორის დაპირისპირება გამოიწვია, ხოლო, “ნაცმოძრაობის” ერთობაში პირველი ბზარი გააჩინა. ჩერგოლეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ ამ კომენტარს, ცისკარიშვილმა შემდეგნაირად უპასუხა:

“მოდი, ტოლი ნახე კოჭი გააგორე რა”, ამასთანავე, მან ჩერგოლეიშვილს “უზრდელი, ვირიშვილი და ხისთავიანი” უწოდა. თავის მხრივ, თამარ ჩერგოლეიშვილმა ცისკარიშვილს უპასუხა, რომ ის და მისი თანაპარტიელები “ზეხირი, გადამდგები, არარაობები არიან”. “ტოლი კი არა, ზეხირი, გადამდგები, არარაობები ხართ და შემდეგ წრეზე მეხუთე ადგილზეც ვეღარ გახვალ თბილისში. დანარჩენს ალიანსში თქვენს წარმომადგენლებთან გავარკვევთ. შენ არაფერ შუაში ხარ.” – წერს “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, რამაც, ცისკარიშვილის გაღიზიანება გამოიწვია და ჩერგოლეიშვილი დაადანაშაულა სოციოლოგიისა და არჩევნების “მხოლოდ არითმეტიკულ განზომილებაში” ცოდნაში.

“შე უზრდელო ვირიშვილო, ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ, გაიგე შე ხისთავიანო? აი, ზუსტად მაგ “თბილისის მუხეთე ადგილზე” ბჭობით აჩვენებ, რა უვიციც ხარ პოლიტიკაში. და რა მოკლევადიან, მხოლოდ არითმეტიკულ განზომილებაში გესმის სოციოლოგია და არჩევნები, შე უვიცო არარაობა” – წერს პეტრე ცისკარიშვილი ჩერგოლეიშვილის მისამართით. “აუ რა სილამაზეა.

ახლა ამას წავიღებ ალიანსში და ლამაზად ავხსნი რატომ ხართ ლუზერები. და შენ მოწყალების ფარდას ჩამოგაფარებ. რაც უფრო ფარჩაკდება ადამიანი, მით მეტად ბრუტალურად ყოყლოჩინობს – ადამიანის ბუნებაა ასეთი. მაგ სიმართლით ხომ დადის შენი პარტია, რომ მე უვიცი ვარ ძვირფასო? გამეშვი ეხა, შენ მიერ შეთანხმების დარღვევას ვარჩევთ ალიანსში – არ მცალია. უხერხულ მდგომარეობაში ჩაყარე თანაპარტიელები.” – პასუხობს მას თამარ ჩერგოლეიშვილი. “ნაცმოძრაობის” ერთობის ორ ლიდერს შორის დაპირისპირება გამოიწვია გაერთიანებაში შემავალი “თავისუფლების მოედნის” წევრების პოზიციამ, რომლებიც აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლების რეჟიმთან არ თანამშრომლობდნენ.

Post navigation

Previous: გია აბაშიძე: “ნაცენჯეოშნიკური” ფუყე თავთავები ჯერ კიდევ იმ ცრუ ეიფორიაში არიან, რომ თუ ჯეი დი ვენსი ბაქოსა და ერევანში იყო და თბილისში არა, ჩვენ თითქოს “უკუგვაგდო” აშშ-მა
Next: ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა. ასეთები საუბრობენ დამხობაზე, გადატრიალებაზე, შურისძიებაზე და ამათ უნდათ კვლავ ძალაუფლების ხელში ჩაგდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.