Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია აბაშიძე: “ნაცენჯეოშნიკური” ფუყე თავთავები ჯერ კიდევ იმ ცრუ ეიფორიაში არიან, რომ თუ ჯეი დი ვენსი ბაქოსა და ერევანში იყო და თბილისში არა, ჩვენ თითქოს “უკუგვაგდო” აშშ-მა

მარშალ პრესი 10/03/2026
gia abashidze

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ირანის ახლადარჩეული უმაღლესი ლიდერისთვის მილოცვისას იხელმძღვანელა ჩვენი ეროვნული ინტერესებით ამ ურთულეს ჟამს და ამ ზემგრძნობიარე რეგიონში თანამეზობლობით, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

აბაშიძის შეფასებით, “პრეტენზიულ ბნელებს”, რომლებსაც არც დიპლომატია ესმით და მით უმეტეს, არც მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა, ურჩევნიათ “ისპანახისა” და “აი თოლიას” საკითხები გაარჩიონ.

„ იმ პრეტენზიულ ბნელებს, რომლებსაც არათუ დიპლომატია ესმით, არც მით უმეტეს, მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა, ურჩევნიათ “ისპანახისა” და “აი თოლიას” საკითხები გაარჩიონ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ირანის ახლადარჩეული უმაღლესი ლიდერისთვის მილოცვისას იხელმძღვანელა ჩვენი ეროვნული ინტერესებით ამ ურთულეს ჟამს და ამ ზემგრძნობიარე რეგიონში თანამეზობლობით. რასაკვირველია, პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ირანელ ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორობას და ირანელებს უსურვა მშვიდობა და კეთილდღეობა.

მხოლოდ ნაცსექტანტური ნარატივებით დატუმბული უსამშობლოები ვერც კი გაბედავენ მათი ვიწრო აზროვნებითაც კი ვითომ დაამუნათონ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები, რომლებმაც მანამდე მიულოცეს ირანის ახალ აიათოლას. “ნაცენჯეოშნიკური” ფუყე თავთავები ჯერ კიდევ იმ ცრუ ეიფორიაში არიან, რომ თუ ჯეი დი ვენსი ბაქოსა და ერევანში იყო და თბილისში არა, ჩვენ თითქოს “უკუგვაგდო” აშშ-მა.“ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: გუშინდელმა დებატებმა “რუსთავი-2”-ზე კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი ე.წ. “ინტელექტუალების” თუ “ექსპერტების” დეგრადაციის ახალი დონე – არგუმენტირებულ მსჯელობას ვერაფერი დაუპირისპირეს
Next: პირველი ბზარი “ნაცმოძრაობის” ერთობაში – პეტრე ცისკარიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს უზრდელ ვირიშვილს უწოდებს, ჩერგოლეიშვილი კი მის პარტიას – გადამდგებ არარაობებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.