Skip to content
08/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზაზა დობორჯგინიძე: ისრაელის საელჩომ მეგობარი ჭირში იცნობაო. შეგახსენებთ, საქართველო რომ ჭირში იყო, ისრაელმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატების კოდები მისცა

მარშალ პრესი 07/03/2026
zaza doborjginidze

პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში 2013 წლით დათარიღებულ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აქვეყნებს, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ „უპილოტო საფრენი აპარატების კოდები, რომლებიც მისმა მთავრობამ ისრაელისგან რუსეთთან ომის წინ შეიძინა, ცნობილი გახდა „მოწინააღმდეგისთვის“.

დობორჯგინიძე საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მეგობრობა „განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს“.

„ისრაელის საელჩომ მეგობარი ჭირში იცნობაო. შეგახსენებთ, საქართველო რომ ჭირში იყო, რა გააკეთა ისრაელმა:
სააკაშვილი: ისრაელისგან ნაყიდი უპილოტო საფრენი აპარატების კოდები ცნობილი გახდა რუსეთისთვის.

მას შემდეგ, რაც WikiLeaks-მა ჰაკერების მიერ მოპოვებული ამერიკული ანალიტიკური კომპანია Stratfor-ის ელექტრონული წერილების გამოქვეყნება დაიწყო, გაჩნდა ბრალდებები, რომ უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც საქართველომ ისრაელისგან შეიძინა, მას შემდეგ შეექმნა საფრთხე, რაც ისრაელმა და რუსეთმა ერთმანეთში ინფორმაცია გაცვალეს, კერძოდ კი, ისრაელმა რუსეთს ამ უპილოტო საფრენი აპარატების კოდები მისცა, რაც მათი მართვის სისტემაში შეღწევადობას უზრუნველყოფდა; საპასუხოდ კი რუსეთმა ისრაელს ირანის Tor-M1–ის კოდები გადასცა.”- წერს ზაზა დობორჯგინიძე.

Post navigation

Previous: თამარ ჩიბურდანიძე: საზოგადოების ყურადღება მიმართული იყო უსაფრთხოების სამსახურისკენ, რამდენად დაცულად იგრძნობდნენ თავს ამ დაძაბულ სიტუაციაში. მათი მოლოდინი გამართლდა
Next: თამთა მეგრელიშვილი ისრაელის საელჩოს განცხადებაზე: მეგობრობა ის იქნებოდა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენს მტერთან, რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობა რომ არ დაეწყო და მათი ჯარის მოდერნიზაციაში არ დახმარებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.