Skip to content
08/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ისრაელის საელჩოს განცხადებაზე: მეგობრობა ის იქნებოდა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენს მტერთან, რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობა რომ არ დაეწყო და მათი ჯარის მოდერნიზაციაში არ დახმარებოდა

მარშალ პრესი 07/03/2026
tamta megrelishvili

ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც წერია, რომ „მეგობარი რთულ დროში გამოიცდება“.

მეგრელიშვილი იხსენებს, 2008 წლის აგვისტო ომის დროს ისრაელის მიერ რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობას და აცხადებს, რომ სწორედ ის იქნებოდა ქართულ-ებრაული მეგობრობა ისინი რუსეთს რომ არ დახმარებოდნენ.

„ისრაელის საელჩოს განცხადება შემხვდა, სადაც თითქოს საქართველოს ხელისუფლების მიმართ საყვედურის ტონი იგრძნობოდა. განცხადებაში ეწერა, რომ მეგობრები რთულ პერიოდში შეიცნობიანო, ამას ხელისუფლება, ალბათ, არ გააკეთებს, მე კი ნამდვილად შემიძლია ვუთხრა ჩვენს მეგობარ ისრაელს – მეგობრობა ის იქნებოდა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენს მტერთან, რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობა რომ არ დაეწყო და მათი ჯარის მოდერნიზაციაში არ დახმარებოდა, აი ეგ იქნებოდა ნამდვილი მეგობრობა. შესახსენებელი და წამოსაძახებელი ჩვენ უფრო ბევრი გვაქვს, ამიტომ, კარგი იქნება თუ თავს დაანებებენ საყვედურით საუბარს,“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

Post navigation

Previous: ზაზა დობორჯგინიძე: ისრაელის საელჩომ მეგობარი ჭირში იცნობაო. შეგახსენებთ, საქართველო რომ ჭირში იყო, ისრაელმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატების კოდები მისცა
Next: გია აბაშიძე – ის, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა ირანში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ის ფაქტი, რომ ისრაელმა ომის შემდეგ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა გააბა, რომელი უფრო მძიმე და არამეგობრულია, საზოგადოებამ განსაჯოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.