Skip to content
08/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნინო ლომჯარია „იმედს“ უჩივის! რაში დასჭირდა ლომჯარიას საელჩოდან გაპარვა? ასეთ რამეს როგორ იკადრებდა?!

მარშალ პრესი 07/03/2026
levan machavariani

ეჭვის რა საფუძველი არსებობს, რომ ოთხიდან სამი ინფორმაციის ასპროცენტიანი სიზუსტით დადასტურების პირობებში მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ტყუილი? ან/და რაში დასჭირდა ლომჯარიას საელჩოდან გაპარვა? – წერს სოციალურ ქსელში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, რითაც იგი ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებით „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

„ნინო ლომჯარია „იმედს“ უჩივის!
ამბობს, რომ „იმედი“ იტყუება.
მოდი, გადავხედოთ ფაქტებს, რამდენად მართალი ან ტყუილი შეიძლება იყოს „იმედის“ ინფორმაცია.
ტელეკომპანიის ჟურნალისტების თქმით, მათ მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ:
1. ლომჯარია იმყოფებოდა გერმანიის ელჩთან.
2. საუბარი შეეხებოდა მოთხოვნას „ხალხის ვიზით დასჯის” – უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ“.
3. ლომჯარია ელჩმა თავისი ავტომანქანით საელჩოდან გააპარა.
4. ზაარბრიუკენის მოედანზე ლომჯარია საელჩოს ავტომანქანიდან თავის ავტომობილში გადასვეს.

„იმედის“ ჟურნალისტის წყაროს მიერ მიწოდებული ამ ოთხი ინფორმაციიდან პირველი, მესამე და მეოთხე მტკიცებულებებით დადასტურდა! რატომ არ უნდა დავიჯეროთ ის ერთიც?!

ეჭვის რა საფუძველი არსებობს, რომ ოთხიდან სამი ინფორმაციის ასპროცენტიანი სიზუსტით დადასტურების პირობებში მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ტყუილი? ან/და რაში დასჭირდა ლომჯარიას საელჩოდან გაპარვა?

რა შეიძლება იყოს ამ კითხვებზე პასუხი? მაგალითად, ეს – ნინო ლომჯარია ასეთ რამეს როგორ იკადრებდა?! ვფიქრობ, ელემენტარული აზროვნება და ყველაფერი დღესავით ნათელია!“, – წერს მაჭავარიანი.

Post navigation

Previous: უმჯობესი იქნება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრის კვეთისას თან ვიქონიოთ ფიშერისა და ლომჯარიას ერთობლივი ფოტო წარწერით: ,,მხოლოდ ჩემები”
Next: დიმიტრი ხუნდაძე: როდესაც ქვეყანაში რუსეთუმეობის თემამ ვერ იმუშავა, რადიკალები ირანიზაციაზე გადაერთვნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.