Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უმჯობესი იქნება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრის კვეთისას თან ვიქონიოთ ფიშერისა და ლომჯარიას ერთობლივი ფოტო წარწერით: ,,მხოლოდ ჩემები”

მარშალ პრესი 07/03/2026
jaba khubua

საინტერესოა, ,,გაძლიერებული შემოწმება” რას ნიშნავს? ალბათ, მოგვთხოვენ საზეპიროებს ევროპარლამენტის რეზოლუციებიდან, – ასე ეხმიანება ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ევროკომისიის რეკომენდაციას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრების კვეთისას საქართველოს მოქალაქეები გაძლიერებულად შეამოწმონ. მისი თქმით, ალბათ, საქართველოს მოქალაქეებს საგანგებოდ შეუმოწმებენ ე.წ. გულის ჯიბეს, არის თუ არა იქ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის ერთობლივი ფოტო.

“ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას აძლევს, მათი საზღვრების კვეთისას საქართველოს მოქალაქეები გაძლიერებულად შეამოწმონ. საინტერესოა, ,,გაძლიერებული შემოწმება” რას ნიშნავს? ალბათ, მოგვთხოვენ საზეპიროებს ევროპარლამენტის რეზოლუციებიდან; საგანგებოდ შეგვიმოწმებენ ე.წ. გულის ჯიბეს, გვიდევს თუ არა იქ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის ერთობლივი ფოტო, უკანა მხარეს რამე თბილი წარწერით ან ორი, ერთმანეთზე გადაბმული წითელი გულის ემოჯით; შეგვაერთებენ სიცრუის დეტექტორზე და დაგვისვამენ ორ საკვანძო კითხვას – გვჯერა თუ არა, რომ მაკრონის ცოლი კაცი არ არის? გვჯერა თუ არა, რომ მერცი პინოქიო არ არის? პასუხების მიხედვით, მესაზღვრე გადაწყვეტს, ვართ თუ არა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში შეშვების ღირსი. P.S. თავის დაზღვევის მიზნით, უმჯობესი იქნება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით კი გერმანიის, საზღვრის კვეთისას თან ვიქონიოთ პეტერ ფიშერისა და ნინო ლომჯარიას ერთობლივი ფოტო წარწერით: ,,მხოლოდ ჩემები”.” – წერს ხუბუა X -ზე.

Post navigation

Previous: საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს
Next: ნინო ლომჯარია „იმედს“ უჩივის! რაში დასჭირდა ლომჯარიას საელჩოდან გაპარვა? ასეთ რამეს როგორ იკადრებდა?!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.