Skip to content
08/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: როდესაც ქვეყანაში რუსეთუმეობის თემამ ვერ იმუშავა, რადიკალები ირანიზაციაზე გადაერთვნენ

მარშალ პრესი 07/03/2026
dimitri khundadze

რადიკალური ოპოზიციის განცხადებებსა და პოლიტიკურ შეფასებებზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და განაცხადა, რომ მსგავსი ბრალდებები ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს წარმოადგენს. „ეს არის მუდმივად უბედურების მაძიებელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება — ამ უბედურებაზე საკუთარი პოლიტიკური სარგებელი ნახონ,“ — აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ ოპოზიციის ნაწილი ცდილობს სხვადასხვა ბრალდებების გავრცელებას, რათა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს ზიანი მიაყენოს. „ეს არის მუდმივად უბედურების მაძიებელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება — ამ უბედურებაზე საკუთარი პოლიტიკური სარგებელი ნახონ. ამისთვის მზად არიან ქვეყანა ომისთვისაც კი გასწირონ. გიორგი კანდელაკი იმ გუნდის წარმომადგენელია, რომელიც ღიად აჟღერებდა, რომ ომი სურდა. დიახ, მათ ომი სურთ და სწორედ ამიტომ ხაზავენ სხვადასხვა „სამიზნეებს“ — თითქოს საქართველოში ტერორისტული სკოლები ფუნქციონირებს, თითქოს ბაქო–ჯეიჰანის მილსადენი სარგებლიანი იქნება თუ დაიბომბება და თითქოს ქვეყანაში ირანიზაციის პროცესი მიმდინარეობს. როდესაც რუსეთუმეობის თემამ ქვეყანაში ვერ იმუშავა, ახლა ირანიზაციაზე გადაერთვნენ. ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს და ეს არის პირდაპირი მტრობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ,”—განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: ნინო ლომჯარია „იმედს“ უჩივის! რაში დასჭირდა ლომჯარიას საელჩოდან გაპარვა? ასეთ რამეს როგორ იკადრებდა?!
Next: ვიზალიბერალიზაცია რადიკალების ბოლო მცდელობაა საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად – დიმიტრი ხუნდაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.