Skip to content
08/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ხაზი გაესვა იმ ღირებულებით ერთობას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ეკონომიკური პროექტების განვითარების საკითხს, რომელიც კარგია საერთო ინტერესებისთვის

მარშალ პრესი 06/03/2026
ela sepashvili

ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა კონგრესმენებთან, რომლებიც საკმაოდ თბილ და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა- განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

სეფაშვილის თქმით, საუბარი შეეხო ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.

მისი თქმით, ის კითხვები, რომლებიც შეხვედრისას კონგრესმენების მხრიდან დაისვა, ადასტურებს იმ ინტერესს, რომელიც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას აქვს საქართველოსთან დაკავშირებით.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენ ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და აქედან გამომდინარე არის საფრთხეები ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაშე. მით უმეტეს, იმ გარემოებაში, როდესაც მსოფლიო ფაქტობრივად ცეცხლის ალში არის გახვეული. ამ საკითხზე განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული და ასევე, ხაზი გაესვა იმ ღირებულებით ერთობას, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო მომავალი ეკონომიკური ერთობლივი პროექტების განვითარების საკითხს, რომელიც არის კარგი საერთო ინტერესების განვითარებისთვის, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს უფრო მტკიცე პოლიტიკურ ურთიერთობებს, რაც შეიძლება აისახოს ახალი ტიპის სტრატეგიულ პარტნიორობაში, რომლის ჩამოყალიბება თანდათან უფრო რეალურ კონტურებს იძენს”

აღსანიშნავია, რომ ყველა კონგრესმენს ჰქონდა გარკვეული კითხვები საქართველოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, მათი ეს კითხვები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ინტერესს, რაც მათ გააჩნიათ საქართველოს მიმართ და მე განვიხილავ ამ ინტერესს პოზიტიურ ჭრილში, რადგან ის, რომ მათ სურთ პირველი წყაროდან მიიღონ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც რეალურად არსებობს, ნიშნავს მათ სურვილს, რომ გაერკვნენ ვითარებაში და შესაბამისად ხელი შეუწყონ ურთიერთობების პოზიტიურ ჭრილში განვითარებას“-განაცხადა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს კონფერენცია იმით, რომ 50 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ სამიტს და ერთი და იგივე ღირებულებებზე დაყრდნობით საუბრობენ იმ საერთო გამოწვევებზე, რომელიც დღეს გლობალური მსოფლიოს წინაშე დგას
Next: ზაალ ანჯაფარიძე: დაწყებულია ორკესტრირებული კამპანია, გადანაწილებული როლებით, რომ ირანმა და აშშ-მა ომიდან პოლიტიკური სარგებელი ნახონ და აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას დაატაკონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.