Skip to content
08/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზაალ ანჯაფარიძე: დაწყებულია ორკესტრირებული კამპანია, გადანაწილებული როლებით, რომ ირანმა და აშშ-მა ომიდან პოლიტიკური სარგებელი ნახონ და აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას დაატაკონ

მარშალ პრესი 06/03/2026
zaal anjaparidze

როდესაც თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება, თითქოს საქართველოში ირანის პატრონაჟით რაღაც უნივერსიტეტია, რომელიც რადიკალური ისლამის პროპაგანდას ეწევა და მებრძოლებს ამზადებს, აშშ-ის გავლენიანი ანალიტიკური ცენტრის ჰადსონის ინსტიტუტის ვებგვერდზე გაჩნდა ყველასთვის ნაცნობი გიორგი კანდელაკის სტატია, რომელიც აშშ-ს აშინებდა საქართველო-ირანის მზარდი დაახლოებით, და აქ ირანის გავლენების ზრდით – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, დაწყებულია ორკესტრირებული კამპანია, გადანაწილებული როლებით, რომ ირანმა და აშშ-მა ომიდან პოლიტიკური სარგებელი ნახონ და აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას დაატაკონ.

„იმ დღეს, როდესაც თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება, თითქოს საქართველოში ირანის პატრონაჟით რაღაც უნივერსიტეტია, რომელიც რადიკალური ისლამის პროპაგანდას ეწევა და მებრძოლებს ამზადებს, აშშ-ს გავლენიან ანალიტიკურ ცენტრის ჰადსონის ინსტიტუტის ვებგვერდზე გაჩნდა ყველასთვის ნაცნობი გიორგი კანდელაკის სტატია, რომელიც აშშ-ს აშინებდა საქართველო-ირანის მზარდი დაახლოებით, და აქ ირანის გავლენების ზრდით. ნახსენები იყო ის ყბადაღებული “უნივერსიტეტიც” და იყო მოწოდება-ჩაერიეთო!
ანუ, დაწყებულია ორკესტრირებული კამპანია, გადანაწილებული როლებით, რომ ირან-აშშ ომიდან პოლიტიკური სარგებელი ნახონ და აშშ-ს ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას დაატაკონ. სხვათა შორის, სტატიის გამოქვეყნება (3 მარტი) დროში დაემთხვა აშშ-ში საქართველოს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტს.“ – წერს ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ხაზი გაესვა იმ ღირებულებით ერთობას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ეკონომიკური პროექტების განვითარების საკითხს, რომელიც კარგია საერთო ინტერესებისთვის
Next: ეკა სეფაშვილი: ვაშინგტონში მაღალი რანგის შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს გეოსტრატეგიულ მდებარეობაზე, რაც ჩვენს ქვეყანას აშშ-სთვის ეკონომოკური ინტერესების სფეროდ აქცევს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.