Skip to content
08/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს კონფერენცია იმით, რომ 50 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ სამიტს და ერთი და იგივე ღირებულებებზე დაყრდნობით საუბრობენ იმ საერთო გამოწვევებზე, რომელიც დღეს გლობალური მსოფლიოს წინაშე დგას

მარშალ პრესი 06/03/2026
eka sepashvili

„დღეს გაიმართა სუვერენული ერების ალიანსის სამიტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი თემები იყო წამოწეული. ისეთი, როგორიც არის სიტყვის თავისუფლება, ენერგეტიკული უსაფრთხოება და ქვეყნების სუვერენიტეტები“- განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

„ყველა ეს საკითხი განხილული იყო სხვადასხვა ქვეყნების უსაფრთხოების ჭრილში და აღინიშნა, რომ სწორედ ენერგეტიკული უსაფრთხოება იქნება თუ სიტყვის თავისუფლება იმისათვის, რომ დავიცვათ თავისუფლება და ქვეყნების სუვერენიტეტი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს კონფერენცია იმით, რომ ფაქტობრივად 50 ქვეყნის წარმომადგენლები როგორც საკანონმდებლო ორგანოებიდან, ასევე სხვადასხვა ინსტიტუციებიდან ესწრებოდნენ სამიტს და ფაქტობრივად ერთი და იგივე ღირებულებებზე დაყრდნობით საუბრობენ იმ საერთო გამოწვევებზე, რომელიც დღეს გლობალური მსოფლიოს წინაშე დგას“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

 

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი კიევსა და ბუდაპეშტს შორის დაძაბულობაზე: კიევი საკუთარი ხელით აძლიერებს ევროკავშირში მისთვის ყველაზე რთული მოთამაშის, უნგრეთის პოზიციებს
Next: ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ხაზი გაესვა იმ ღირებულებით ერთობას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ეკონომიკური პროექტების განვითარების საკითხს, რომელიც კარგია საერთო ინტერესებისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.