Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: მცხეთის მუნიციპალიტეტს საკმაოდ კარგი გამოცდილება და ძლიერი ბიუჯეტი აქვს. საჭიროა მისი ეფექტური განკარგვა, აქტიური მუშაობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები არათუ შემცირდება, არამედ მოიმატებს

მარშალ პრესი 05/03/2026
dimitri khundadze

„ვიზიარებ მოქალაქეების უკმაყოფილებას მცხეთის მუნიციპალიტეტში დაგროვილი პრობლემების მიმართ, რაც განსაკუთრებით თვალში საცემია ბოლო თვეების განმავლობაში,“ – წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე და მცხეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე.

მისი თქმით, მცხეთის მუნიციპალიტეტს საკმაოდ კარგი გამოცდილება და ძლიერი ბიუჯეტი აქვს და საჭიროა მისი ეფექტური განკარგვა, აქტიური მუშაობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება.

„ვიზიარებ მოქალაქეების უკმაყოფილებას მცხეთის მუნიციპალიტეტში დაგროვილი პრობლემების მიმართ, რაც განსაკუთრებით თვალში საცემია ბოლო თვეების განმავლობაში. ეს ეხება როგორც საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ტენდერების ეფექტურ ჩატარებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას და ბევრ სხვა მიმართულებას.
მუნიციპალიტეტს საკმაოდ კარგი გამოცდილება და ძლიერი ბიუჯეტი აქვს. საჭიროა მისი ეფექტური განკარგვა, აქტიური მუშაობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები არათუ შემცირდება, არამედ მოიმატებს.
იმედი მაქვს მდგომარეობა სწრაფად გამოსწორდება და საზოგადოების სამართლიანი უკმაყოფილება, ობიექტური კმაყოფილებით შეიცვლება,“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი: კონგრესმენებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს სტრატეგიულ როლსა და დაკავშირებადობის მიმართულებაზე, რაც უნდა აისახოს ჩვენს შორის პარტნიორულ ურთიერთობის გაღრმავებაში
Next: გვინდა, სწორად გვესმოდეს, რა იწვევს ასეთ მაღალ ფასნამატს თქვენს რგოლში – ჩვენი მიზანია, სწორი ინსტრუმენტების დანერგვით, გავაჯანსაღოთ სექტორში ურთიერთობები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.