Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: კონგრესმენებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს სტრატეგიულ როლსა და დაკავშირებადობის მიმართულებაზე, რაც უნდა აისახოს ჩვენს შორის პარტნიორულ ურთიერთობის გაღრმავებაში

მარშალ პრესი 05/03/2026
eka sepashvili

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების მიერ კონგრესმენებთან გამართულ შეხვედრაზე, ასევე ისაუბრა სუვერენული ერების ალიანსის პირველ კონფერენციაზე.

მისი თქმით, შეხვედრები პოზიტიურ გარემოში გაიმართა და შეეხო საქართველოს გლობალურ როლს, სტრატეგიულ მნიშვნელობასა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრები კონგრესმენებთან, რამაც ძალიან პოზიტიურ გარემოში ჩაიარა. ვისაუბრეთ საქართველოს სტრატეგიულ როლსა და დაკავშირებადობის მიმართულებაზე, რაც უნდა აისახოს ჩვენს შორის პარტნიორულ ურთიერთობის გაღრმავებაში.
სუვერენული ერების ალიანსის პირველი კონფერენცია ოფიციალურად უკვე გაიხსნა. დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა პანელი, რომლებიც დაეთმობა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა სიტყვის თავისუფლება და ცენზურა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, სუვერენული სახელმწიფოების როლი და ადგილი თანამედროვე გლობალურ მსოფლიოში,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრაზე: შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. მთავარი საკითხი იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა- იმედია, ეს შეხვედრა მომავალში საკმაოდ წარმატებული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მოგვცემს
Next: დიმიტრი ხუნდაძე: მცხეთის მუნიციპალიტეტს საკმაოდ კარგი გამოცდილება და ძლიერი ბიუჯეტი აქვს. საჭიროა მისი ეფექტური განკარგვა, აქტიური მუშაობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები არათუ შემცირდება, არამედ მოიმატებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.