Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გვინდა, სწორად გვესმოდეს, რა იწვევს ასეთ მაღალ ფასნამატს თქვენს რგოლში – ჩვენი მიზანია, სწორი ინსტრუმენტების დანერგვით, გავაჯანსაღოთ სექტორში ურთიერთობები

მარშალ პრესი 05/03/2026
shota berekashvili

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრები, სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურას, ფასწარმოქმნის ჯაჭვს და სექტორის საოპერაციო ხარჯებს, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ.

კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, დისტრიბუციის ნაწილში, ფასნამატი ძალიან მაღალია, შესაბამისად, საჭიროა დადგინდეს, რა იწვევს ამ რგოლში ფასების მატებას.

“თქვენ ხართ მსხვილი დისტრიბუტორები და ბაზარზე მნიშვნელოვანი წილი არის თქვენი. განსაკუთრებით დისტრიბუციის ნაწილში, ძალიან მაღალია ფასნამატი. არის სექტორში ფასნამატი, რომელიც სტანდარტია სხვა ქვეყნებში და სამწუხაროდ, მათთან შედარებით, ძალიან მაღალია. ჩვენი პირველადი შეფასებით, ეს არის კონკრეტული საოპერაციო ხარჯებიდან გამოწვეული და გვინდა, სწორად გვესმოდეს, რა იწვევს ასეთ მაღალ ფასნამატს თქვენს რგოლში, რასთან გვაქვს საქმე, როგორ შეგვიძლია ოპტიმიზაცია, რომ კიდევ ერთხელ სწორად დავინახოთ პრობლემები. ჩვენი მიზანია, სწორი ინსტრუმენტების დანერგვით, გავასწოროთ და გავაჯანსაღოთ სექტორში ურთიერთობები. მზად ვართ, რომ ამ საკითხზე დღეს ღია დისკუსია გვქონდეს,” – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

Post navigation

Previous: დიმიტრი ხუნდაძე: მცხეთის მუნიციპალიტეტს საკმაოდ კარგი გამოცდილება და ძლიერი ბიუჯეტი აქვს. საჭიროა მისი ეფექტური განკარგვა, აქტიური მუშაობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები არათუ შემცირდება, არამედ მოიმატებს
Next: ნიკოლოზ ბურდული: სიძვირეს განაპირობებს მწარმოებლის ფასები. დიდი მწარმოებელი ჩვენს ბაზარს უყურებს, როგორც უფრო ძვირს და ხშირად შესასყიდი ფასები არის უფრო მეტი, ვიდრე სხვა ქვეყანაში. მწარმოებელთან კამათი მუდმივად მიდის, თუმცა, თამაშის წესებს ისინი კარნახობენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.