Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი ხშირად იხლართება-ხოლმე ტყუილსა და მართალში. ძალიან ძნელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოდელირება

მარშალ პრესი 02/04/2022
ბექა ოდიშარია

მიხეილ სააკაშვილი ხშირად იხლართება-ხოლმე ტყუილსა და მართალში,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ის ხშირად იხლართება-ხოლმე ტყუილსა და მართალში, საკუთარ ტყუილსა და ნუ, სიმართლეში იშვიათად, მაგრამ ცდილობს, რომ მოდელირებული გახადოს.

ძალიან ძნელია ევროპული სტრუქტურების, მით უმეტეს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოდელირება. ყველაფერი ხდება პროტოკოლით, დადგენილი წესით. შესაბამისად, ობიექტური გადაწყვეტილება დგება და ამას ჩვენც ვიღებთ მხედველობაში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც ეხებოდა პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას. ბექა ძამაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ამ საქმეში არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომლის გამოც, საჭირო იქნებოდა საკითხის დამატებითი შესწავლა.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ანატოლი ბიბილოვის განაცხადებას არანაირი შიდა თუ საერთაშორისო სამართლებრივი ძალა არ გააჩნია
Next: შალვა პაპუაშვილი: ყველას მოვუწოდებ, მიიღოს ის არჩევანი, რომელსაც დღეს ქართველი ხალხი გააკეთებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.