Skip to content
08/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მშვიდობა არ არის სისუსტე, მშვიდობა არის პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის და ხალხის წინაშე და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად ვატარებთ შიდა თუ გარე ზეწოლის მიუხედავად

მარშალ პრესი 04/03/2026
levan maxashvili2

როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, გახსოვთ, როგორ აგრესიულად, უპასუხისმგებლოდ და დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ საქართველო შესულიყო ამ უმძიმეს ავანტიურაში და რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, დღეს იგივე ადამიანები იმავე მოწოდებებს აკეთებენ, რომ თურმე, საქართველო უნდა დადგეს “ისტორიის სწორ მხარეს”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მახაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის ინტერესის – პასუხისმგებლიანი და მშვიდობის პოლიტიკის დამცველი ერთადერთი ძალაა “ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.
როგორც მან აღნიშნა, მშვიდობა არის არა სისუსტე, არამედ, პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე და მმართველი გუნდი გააგრძელებს ამ პასუხისმგებლობის ტარებას შიდა და გარე ზეწოლის მიუხედავად.

„ამ ცხელმა თავებმა, უნდა გაიაზრონ, რომ ქართველების, საქართველოს მოსახლეობის ინტერესი და დაკვეთა, ეს არის გონივრული, პასუხისმგებლიანი და მშვიდობის პოლიტიკა და დღეს ერთადერთი ძალა, ვინც მოსახლეობის ამ ინტერესს იცავს, არის “ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.

მშვიდობა არ არის სისუსტე – მშვიდობა არის პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის და ხალხის წინაშე და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად ვატარებთ შიდა თუ გარე ზეწოლის მიუხედავად. დღეს, თითოეული ქართული ოჯახის მთავარი საფქრალია, ოღონდ აქ არ მოხდეს ეს ყველაფერი, ოღონდ ჩვენს შვილებს არ მოუწიოთ ამ უბედურების და საშინელებების ნახვა – ყველას მივმართავ, ვინც ამ გეოპოლიტიკური ქაოსის შემხედვარე, შიშის თუ გაურკვევლობის განცდა აქვს, ფიქრობს, დარდობს იმაზე, რა იქნება საქართველოში ხვალ – იქნება მშვიდობა და გაგრძელდება არნახული ეკონომიკური ზრდა და თითოეული ოჯახისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები,“ – განაცხადა მახაშვილმა.

Post navigation

Previous: ლევან მახაშვილი: დიპლომატია ჩაანაცვლა იარაღმა და ერთი არასწორი ნაბიჯი შეიძლება ძალიან მძიმედ დაუჯდეს ჩვენს სახელმწიფოს – გვჭირდება არა ომობანას თამაშის მოწოდებები, რასაც ვისმენთ ზოგიერთი ოპოზიციონერი კოლეგისგან, არამედ, ცივი გონებით და ეროვნული ინტერესების დაცვით მოქმედება
Next: ლევან მახაშვილი: თუ გააბრუებ ადამიანებს, არ არის საჭირო სადმე ტანკებით შესვლა, ეს ადამიანები გააკეთებენ უცხოს გასაკეთებელს – ამის მიმართ სიმართლე საუკეთესო ფარია, ამიტომ არის თავდასხმები “იმედზე”, “პოსტივიზე” და ყველა სხვაზე, ვინც სიმართლეს ემსახურება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.