Skip to content
08/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: თუ გააბრუებ ადამიანებს, არ არის საჭირო სადმე ტანკებით შესვლა, ეს ადამიანები გააკეთებენ უცხოს გასაკეთებელს – ამის მიმართ სიმართლე საუკეთესო ფარია, ამიტომ არის თავდასხმები “იმედზე”, “პოსტივიზე” და ყველა სხვაზე, ვინც სიმართლეს ემსახურება

მარშალ პრესი 04/03/2026
levan maxashvili3

ყველას მივმართავ, ვისაც ამ გეოპოლიტიკური ქაოსის შემხედვარე, შიშის თუ გაურკვევლობის განცდა აქვს, ფიქრობს, დარდობს იმაზე, რა იქნება საქართველოში ხვალ – იქნება მშვიდობა, გაგრძელდება არნახული ეკონომიკური ზრდა და თითოეული ოჯახისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები, – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

როგორც პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მახაშვილმა აღნიშნა, თუ ადამიანებს გააბრუებ, ისინი გააკეთებენ უცხოს გასაკეთებელს და სულაც აღარ იქნება საჭირო ტანკებით სადმე შესვლა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის თავდასხმები იმ მედიასაშუალებებზე, ვინც სიმარტლეს ემსახურება.

„გეოპოლიტიკურ ბრძოლებში, ბრძოლა მიდის არამხოლოდ მიწისთვის ან რესურსებისთვის, არამედ, სიმართლისთვის, ანუ, ადამიანების გონებისთვის. ჩვენ ვხედავთ, თუ გააბრუებ ადამიანებს, სულ არ არის საჭირო სადმე ტანკებით შესვლა, ეს ადამიანები გააკეთებენ უცხოს გასაკეთებელს და ამის მიმართ სიმართლე არის საუკეთესო ფარი. ამიტომ არის გაცხოველებული თავდასხმები “იმედზე”, “პოსტივიზე” და ყველა სხვაზე, ვინც სიმართლეს ემსახურება. ამიტომ, მიუხედავად უპასუხისმგებლო ოპოზიციის ძირგამომთხრელი ნაბიჯებისა, ავანტიურაში ქვეყნის ჩათრევის მცდელობებისა, იაფფასიანი ჰიბრიდული თუ საინფორმაციო ოპერაციებისა, საქართველოში იქნება მშვიდობა და ქვეყანა გააგრძელებს ნორმალურ განვითარებას იმიტომ, რომ ქვეყანას საბედნიეროდ მართავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და ხალხის გვერდში დგომით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ საქართველოს მშვიდობა ვინმემ სხვის ომში დაახურდავოს,“ – განაცხადა მახაშვილმა.

Post navigation

Previous: მშვიდობა არ არის სისუსტე, მშვიდობა არის პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის და ხალხის წინაშე და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად ვატარებთ შიდა თუ გარე ზეწოლის მიუხედავად
Next: საქართველოსა და სომხეთის დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსიები გავმართეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.