Skip to content
08/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: დიპლომატია ჩაანაცვლა იარაღმა და ერთი არასწორი ნაბიჯი შეიძლება ძალიან მძიმედ დაუჯდეს ჩვენს სახელმწიფოს – გვჭირდება არა ომობანას თამაშის მოწოდებები, რასაც ვისმენთ ზოგიერთი ოპოზიციონერი კოლეგისგან, არამედ, ცივი გონებით და ეროვნული ინტერესების დაცვით მოქმედება

მარშალ პრესი 04/03/2026
levan maxashvili

ვხედავთ, რომ რეგიონში რთული დრო დადგა და უამრავმა ომმა, უამრავი ქვეყნის კარზე მიაკაკუნა. სინამდვილეში, დიდი, გლობალური ზალები უპირისპირდებიან ერთმანეთს და ეს რეგიონული კონფლიქტების გაფართოება სწორედ ამით არის ნაკარნახევი. მოსახლეობა ხედავს, ყოველდღიურ რეჟიმში იბომბება ქალაქები, სკოლები სახლები. სამწუხაროდ, დიპლომატია ჩაანაცვლა იარაღმა და ერთი არასწორი, გაუთვლელი ნაბიჯი, შეიძლება ძალიან მძიმედ დაუჯდეს ჩვენს სახელმწიფოს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ასეთ რთულ დროს, საქართველოს სჭირდება არა ემოციებს აყოლა და “ომობანას თამაშის მოწოდებები”, რასაც ოპოზიციონერებისგან ვისმენთ, არამედ, პრაგმატულად და ევროვნული ინტერესების დაცვით მოქმედება.

“ასეთ დროს, საქართველოს სჭირდება არა ემოციებს აყოლა, არა პოლიტიკური მატრაკვეცობა და ომობანას თამაშის მოწოდებები, რასაც ხშირად ვისმენთ ხოლმე ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგის მხრიდან, არამედ, ცივი გონებით, პრაგმატულად და ეროვნული ინტერესების დაცვით მოქმედება. საქართველოს გარშემო განვითარებული თითოეული ტრაგედია გვახსენებს, რამდენად ძვირფასია მშვიდობა და ჩვენი უპირველესი ვალდებულებაც სწორედ ის უნდა იყოს, რომ ასეთი მსხვერპლი ავარიდოთ ჩვენს მოსახლეობას,” – აღნიშნა მახაშვილმა.

 

Post navigation

Previous: რატი იონათამიშვილი გახარიას პარტიას: თქვენ არც გაეროს კონვენცია გაქვთ წაკითხული და არც ევროდირექტივები. სანამ აქ იქნებით, ყოველთვის შეგახსენებთ, რომ ამ სხდომათა დარბაზში შშმ პირთა დისკრიმინაციული აქტი ჩაიდინეთ
Next: მშვიდობა არ არის სისუსტე, მშვიდობა არის პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის და ხალხის წინაშე და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად ვატარებთ შიდა თუ გარე ზეწოლის მიუხედავად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.