Skip to content
08/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი გახარიას პარტიას: თქვენ არც გაეროს კონვენცია გაქვთ წაკითხული და არც ევროდირექტივები. სანამ აქ იქნებით, ყოველთვის შეგახსენებთ, რომ ამ სხდომათა დარბაზში შშმ პირთა დისკრიმინაციული აქტი ჩაიდინეთ

მარშალ პრესი 04/03/2026
rati ionatamishvili

ერთ-ერთი ყველაზე ამორალური რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება და ამ თემაზე სპეკულაცია. დღეს, გახარიები ამ პოლიტიკურ ფსკერზეც დაეშვნენ, როდესაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კანონს, რომელიც შშმ პირთა უფლებების განმტკიცებისთვის არის გამიზნული, ასე არაკომპეტენტურად და ამორალურად შეეხნენ- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის

იონათამიშვილი „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს მიმართავს და ამბობს, რომ ისინი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებს პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებენ და სინამდვილეში წარმოდგენა არ აქვთ, რას ეხება აღნიშნული საკითხი.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს საკითხი ეხება მობილური აპლიკაციების მისაწვდომობას, რომელიც შშმ პირებისთვის მნიშვნელოვანი თემაა. ამ ბატონებს რომ ჰგონიათ ამ თემით ამ პოლიტიკურ სპეკულაციას რაიმე ეფექტი ექნება…. დავიწყოთ იმით, რომ ხუთი წელია პარლამენტში არიან და ამ ხუთი წლის განმავლობაში ამ თემაზე არცერთი განცხადება არ გაუკეთებიათ, არც ინიციატივა ჰქონიათ. თუ რაიმე ადარდებდათ და აინტერესებდათ, ხელს ვინ უშლიდა? ინიციირება მაინც მოეხდინათ, მაგრამ- არა. იმიტომ, რომ საერთოდ არ იციან ეს თემა რა არის, წარმოდგენაც არ აქვთ და ახლა პოლიტიკური სპეკულაციით იმიტომ, რომ ორი კვირის უკან მათ დისკრიმინაციული აქტი ჩაიდინეს შშმ პირთა მიმართ, ახლა ასეთ ამორალურ ნაბიჯებს დგამენ.

თქვენ არც გაეროს კონვენცია გაქვთ წაკითხული და არც ევროდირექტივები იმიტომ, რომ მაშინ ამ თემებზე საერთოდ არ ილაპარაკებდით. ისიც არ იცით რამდენი მუხლისგან შედგება გაეროს კონვენცია. უკეთესი იქნებოდა, გეღიარებინათ, ეს იყო შეცდომა, სხვა კანონს აძლევდით წინააღმდეგ ხმას, ვერ წაიკითხეთ რა იდგა კენჭისყრაზე და შეგეშალათ, ამას უფრო გაიგებდა საზოგადოება, რომ გეღიარებინათ ეს შეცდომა. სანამ აქ იქნებით, ყოველთვის შეგახსენებთ, რომ შშმ პირთა დისკრიმინაციული აქტი ჩაიდინეთ ამ სხდომათა დარბაზში.
თუ ვინმეს არ აქვს ამ თემაზე სალაპარაკო, ეს ადამიანები არიან, რადგან როდესაც სოციალური პაკეტის ინდექსაცია ხდებოდა, გახარია იყო ის, რომელიც წინააღმდეგ წავიდა, რომ ინდექსაცია შშმ პირებზეც გაგრძელებულიყო. მხოლოდ 2022 წელს, როდესაც გახარიამ ღალატის აქტი ჩაიდინა, ამის შემდეგ დაინიციირდა შშმ პირთა სოციალური ინდექსაციის საკითხი და პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე უყარა კენჭი. ამიტომ, არ ხართ გულწრფელები, უსინდისოდ იქცევით, როცა ამ თემის პოლიტიზებას ცდილობთ იმიტომ, რომ ამ კანონის უკან დგას ძალიან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და ის პირიც კი, ვინც თქვენ კომიტეტზე მოიყვანეთ, მანაც კი მადლობა გადაგვიხადა ამ კანონის შემუშავებისთვის. საპარლამენტო ისტორიაში შეხვალთ როგორც ის ადამიანები, რომლებსაც სინამდვილეში, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების ფასად სძულთ შშმ პირები და მათთან დაკავშირებული საკითხები“- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

Post navigation

Previous: დავით ზურაბიშვილი: თუ ახალი ლიდერი არ გამოჩნდა, არსებული ოპოზიციური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი და შემცვლელი არაა არც არჩევნების, არც რევოლუციის თუ დამხობის გზით
Next: ლევან მახაშვილი: დიპლომატია ჩაანაცვლა იარაღმა და ერთი არასწორი ნაბიჯი შეიძლება ძალიან მძიმედ დაუჯდეს ჩვენს სახელმწიფოს – გვჭირდება არა ომობანას თამაშის მოწოდებები, რასაც ვისმენთ ზოგიერთი ოპოზიციონერი კოლეგისგან, არამედ, ცივი გონებით და ეროვნული ინტერესების დაცვით მოქმედება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.