Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი – საერთაშორისო პლატფორმებზე სომხეთი და საქართველო თანამშრომლობენ აქტიურად, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, რათა ხანგრძლივი მშვიდობა არსებობდეს რეგიონში

მარშალ პრესი 04/03/2026
NIKOL PASHINIANI

საერთაშორისო პლატფორმებზე სომხეთი და საქართველო თანამშრომლობენ აქტიურად და ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, რათა ხანგრძლივი მშვიდობა არსებობდეს რეგიონში, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ეს არის სწორედ იმის საფუძველი, რაზეც სომხეთმა და აზერბაიჯანმა დააფუძნეს მშვიდობა.

„მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად არის ისტორიული შესაძლებლობა ჩვენი რეგიონისთვის და მინდა ვუსურვო საქართველოს ხანგრძლივი მშვიდობა და იმ საკითხების მოგვარება, რაც მისთვის აქტუალურია ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩვენი რეგიონის გამოწვევები არ არის მარტივი. ჩვენ გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ არსებული პრობლემები და ეს გამოწვევები. იმედი გვაქვს, რომ ეს შესაძლებლობები გამოყენებეული იქნება. დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ჩემს ქართველ კოლეგას იმის თაობაზე, თუ რა ხდება სომხეთში, რეგიონული საერთაშორისო დღის წესრიგის ფარგლებში. მე მას მოვახსენე, თუ რა ხდება “ტრიპის” პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის პროცესის და თურქეთთან ურთიერთობებში. ასევე, მოვუყევი მას სომხეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ. მიმაჩნია, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვამოძრავებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველო ჩვენთვის. ეს ის საკითხია, რაზეც გვქონდა ასევე საუბარი და იმედი მაქვს, რომ ეს ის საკითხია, სადაც ვითანამშრობლებთ მომავალშიც და ხელშესახები შედეგებიც გვექნება“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლ ფაშინიანის შეფასებით, პოლიტიკური დიალოგი იყო და რჩება ძალიან აქტიური.

„იგივე შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას. ჩვენ უნდა ვნახოთ, სად შეიძლება ვითანამშრომლოთ კიდევ უფრო აქტიურად და ქმედითად არსებული გამოწვევების დასაძლევად და იმ შესაძლებლლობის გამოსაყენებლად, რაც გვაქვს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს თბილ ურთიერთობებს. ამ შეხვედრების შემდეგ პირველი, რაზეც ვფიქრობთ, არის, როდის შედგება შემდეგი შეხვედრა. შემდეგი შეხვედრა იქნება მალე და შევძლებთ ჩვენი შეთანხმების ხელშესახები შედეგების ნახვას ჩვენი რეგიონული, ორმხრივი, საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით. ამის მზაობას ორივე გამოვთქვამთ. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩემს კოლეგას ასეთი მეგობრული, ძმური მიღებისთვის“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს – გვინდა, ხაზი გავუსვათ ჩვენს მზაობას, ხელი შევუწყოთ რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას, ამ კუთხით, საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს
Next: ნიკოლ ფაშინიანი – მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს, ის პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს, დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს, კავშირებს საქართველოს დახმარებითა და ხელშეწყობით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.