Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი – მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს, ის პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს, დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს, კავშირებს საქართველოს დახმარებითა და ხელშეწყობით

მარშალ პრესი 04/03/2026
NIKOL PASHINIANI1

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ის პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს, დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს, კავშირებს საქართველოს დახმარებითა და ხელშეწყობით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, დღეს შედგა სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა.

„რადგან სხდომა მეთხუთმეტეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობა ვითარდება. მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვენი დღის წესრიგისა ის არის, რომ კიდევ უფრო უკეთესი ეკონომიკური შედეგები გვქონდეს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეს საუბარი გვქონდა ორმხრივ ეკონომიკურ, რეგიონულ და საერთაშორისო დღის წესრიგზე, სხვადასხვა საკითხზე გვქონდა დისკუსია. ასევე ვნახეთ, სად გვაქვს ყველაზე დიდი პოტენციალი თანამშრომლობის განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მთელი ამ დროის განმავლობაში რომ მხარს უჭერს მშვიდობის პროცესს. პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს. ქართველი ერის მხარდაჭერისთვის მინდა, გადაგიხადოთ მადლობა. იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ და ვხედავთ. დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს საქართველოს დახმარებით, საქართველოს ხელშეწყობით. ეს ნამდვილად შესაქები ამბავია და ნამდვილად მადლობას გიხდით ამ ფასეული წვლილისთვის“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისივე თქმით, საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება, ის ეფუძნება არსებულ ხანგრძლივ ტრადიციას.

„არავისთვის არის უცხო, რომ სომეხი ტურისტებისთვის საქართველო იყო, არის და იქნება ყველაზე სასურველი ადგილი დასვენებისთვის და ვიზიტებისთვის. საქართველოდანაც იზრდება ტურისტების რაოდენობა სომხეთში. ჩვენ ეს მზარდი ტენდენცია გვახარებს. მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა, ეს ცხადყოფს, რომ ჩვენი აქტიური პოლიტიკური მეგობრობა, კულტურის, სპორტის, ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების სფეროებში აისახება ხალხთაშორის ურთიერთობებზე“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

Post navigation

Previous: ნიკოლ ფაშინიანი – საერთაშორისო პლატფორმებზე სომხეთი და საქართველო თანამშრომლობენ აქტიურად, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, რათა ხანგრძლივი მშვიდობა არსებობდეს რეგიონში
Next: ირაკლი კობახიძე – სომხეთთან ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, სავაჭრო დონის თვალსაზრისით, სომხეთი საქართველოს პარტნიორების ათეულშია, ტურიზმის კუთხით კი სამეულში იკავებს ადგილს, ჩვენთვის ძალიან ღირებულია თანამშრომლობის ეს ასპექტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.