Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს – გვინდა, ხაზი გავუსვათ ჩვენს მზაობას, ხელი შევუწყოთ რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას, ამ კუთხით, საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს

მარშალ პრესი 04/03/2026
KOBAKHIDZE-PASHINIANI

გვინდა, ხაზი გავუსვათ ჩვენს მზაობას, ხელი შევუწყოთ რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას, ამ კუთხით, საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ნიკოლ ფაშინიანს საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოხარულნი ვართ, რომ ძალიან დადებითი დინამიკაა რეგიონში თანამშრომლობის განვითარების კუთხით. მოხარულნი ვართ და ამას ხაზი გავუსვით დღეს მთავრობათაშორის კომისიაზე, რომ ხელი მოეწერა ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს დადებითი ტენდენციები ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, უზრუნველვყოთ მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ამ კონტექსტში, კიდევ ერთხელ გვინდა, გავუსვათ ხაზი ჩვენს მზაობას, ხელი შევუწყოთ რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას. ამ კუთხით, საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს.

მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა გამორჩეულ პარტნიორობას ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს პარტნიორობა, მეგობრობა, თანამშრომლობა არის ნამდვილად სამაგალითო და ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ამ თანამშრომლობისა და მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის.

დასასრულს, ბატონ პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს მინდა, გადავუხადო მადლობა მისი გამორჩეული პირადი წვლილისთვის, რომელიც მას შეაქვს ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავებაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: არ ვაპირებთ უკან დახევას და საქართველოს სახელმწიფოებრიობის არცერთი მტრის წინაშე დაჩოქებას – ირაკლი კირცხალია
Next: ნიკოლ ფაშინიანი – საერთაშორისო პლატფორმებზე სომხეთი და საქართველო თანამშრომლობენ აქტიურად, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, რათა ხანგრძლივი მშვიდობა არსებობდეს რეგიონში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.