Skip to content
03/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: აშშ-ის ინტერესებშია ირანში სამხედრო ოპერაციის სწრაფი დასრულება, რაც გარდაუვალ მოლაპარაკებებს გულისხმობს

მარშალ პრესი 03/03/2026
david kartvelishvili

ირანის ირგვლივ მიმდინარე პროცესებსა და შესაძლო მოლაპარაკებების პერსპექტივაზე ისაუბრა პარტია “ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა და განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის ინტერესებშია არსებული ვითარების სწრაფი დასრულება. ექსპერტმა აღნიშნა, რომ ირანის შიგნითაც მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც შესაძლოა ახალი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებდეს ხელისუფლებას. „აშშ-ის ადმინისტრაციის ინტერესებშია ამ ამოცანების სწრაფი დასრულება — ეს გულისხმობს გარდაუვალ მოლაპარაკებებს. ახლა თვითონ ირანის შიგნით, ალბათ, ყალიბდება ის ძალა, რომელსაც მოუწევს ამ ნაბიჯის გადადგმა — უნდათ თუ არა და მტრად ჰყავთ თუ არა გამოცხადებული ისრაელი და აშშ. გამორიცხული არ არის, რომ ირანმა, მიუხედავად დიდი პოტენციალისა, ვერ გაუძლოს სერიოზულ დარტყმას, რადგან ათეული წლების განმავლობაში სასანქციო პირობებშია და თვითგადარჩენისთვის იბრძვის. მათთვის ნამდვილად მძიმე ფაქტი მოხდა — ლიდერი მოუკლეს, დაასუსტეს თეოკრატიული მმართველობის ხაზი, თუმცა ახალმა შემადგენლობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს და მოემზადოს მოლაპარაკებებისთვის. ისინი ახლა აძლიერებენ თავიანთ პოზიციებს მოლაპარაკებების წინ. საუდის არაბეთზე განხორციელებული სერიოზული შეტევებიც ამ სერიიდან არის — ირანს სურს მოლაპარაკებების წინ გარკვეული ბენეფიტები მოიპოვოს, რათა უფრო მომგებიან პოზიციაში შევიდეს ამ პროცესში,“ — განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Post navigation

Previous: ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც იყო – დონალდ ტრამპი
Next: ეკა სეფაშვილი: აშშ-სთან ჩვენი ინტერესია სტრაგეგიული პარტნიორობის განვითარება- ოღონდ რეალური პარტნიორობის და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.