Skip to content
03/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც იყო – დონალდ ტრამპი

მარშალ პრესი 03/03/2026
JPG edited with https://ezgif.com/resize

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი „უსარგებლოა“ და დღესდღეობით დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც იყო. ამის შესახებ ტრამპმა The Sun-თან საუბრისას აღნიშნა.

ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე იერიშების დროს გაერთანებული სამეფოსგან მეტ მხარდაჭერას ელოდა და ვერ წარმოიდგენდა, დიდი ბრიტანეთისგან ოდესმე თუ მიიღებდა მსგავს კრიტიკას.

„ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ურთიერთობა აშკარად ისეთი არ არის, როგორიც იყო“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთმა უფრო მეტი მხარდაჭერა გამოხატა აშშ-ის მიმართ, ვიდრე ბრიტანეთმა, რასაც ლონდონისგან არ ელოდა.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი მოვალეობაა, პირველ რიგში, ბრიტანეთის ინტერესები დაიცვას. სტარმერის განცხადებით, მას ესმის, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილების გამო, არ ჩართულიყო პროცესში საწყის ეტაპზე, მაგრამ, სტარმერის თქმით, მისი მოვალეობა ბრიტანეთის ეროვნული ინტერესებით მოქმედებაა და გამიზნულად არ ჩაერთნენ ოპერაციაში თავიდანვე. პრემიერის განცხადებით, ირანისთვის საუკეთესო გზა მოლაპარაკების გზით ვითარების დარეგულირება და ბირთვული იარაღის განვითარების მისწრაფებებზე უარის თქმაა.

Post navigation

Previous: დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის შოუმენი უწოდა: მძინარე ჯო ბაიდენმა მთელი თავისი დრო და ჩვენი ქვეყნის ფული დახარჯა უკრაინელი ბარნუმის (ზელენსკისთვის) ყველაფრის გადაცემაზე
Next: დავით ქართველიშვილი: აშშ-ის ინტერესებშია ირანში სამხედრო ოპერაციის სწრაფი დასრულება, რაც გარდაუვალ მოლაპარაკებებს გულისხმობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.