Skip to content
04/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: აშშ-სთან ჩვენი ინტერესია სტრაგეგიული პარტნიორობის განვითარება- ოღონდ რეალური პარტნიორობის და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილის

მარშალ პრესი 03/03/2026
641439783_1456919285818564_2297130137181739821_n

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-სთან ურთიერთობებსა და რეგიონულ თანამშრომლობაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ინტერესია სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება.

დეპუტატის თქმით, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონი ამერიკისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს და ამ პროცესში საქართველოს განსაკუთრებული როლი ენიჭება.

„საუბარი იმაზე მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. აშშ-სთან ჩვენი ინტერესია სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება — ოღონდ რეალური პარტნიორობის და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილის.

აღინიშნა, რომ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონი მნიშვნელოვანია ამერიკისთვის და ამ რეგიონთან მჭიდრო ურთიერთობების განვითარებაში საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს,“ — განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს აშშ-ში და ასევე მონაწილეობას მიიღებს სუვერენული ქვეყნების ალიანსის კონფერენციაში, სადაც განიხილება საერთაშორისო უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: აშშ-ის ინტერესებშია ირანში სამხედრო ოპერაციის სწრაფი დასრულება, რაც გარდაუვალ მოლაპარაკებებს გულისხმობს
Next: 9 პარტიად გაერთიანებული ნაცები საქართველოს ჯოჯოხეთს ვეღარასოდეს მოუწყობენ – ჯაბა ხუბუა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.