Skip to content
03/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის შოუმენი უწოდა: მძინარე ჯო ბაიდენმა მთელი თავისი დრო და ჩვენი ქვეყნის ფული დახარჯა უკრაინელი ბარნუმის (ზელენსკისთვის) ყველაფრის გადაცემაზე

მარშალ პრესი 03/03/2026
donald trump

აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგი, არასდროს ყოფილა ასეთი მაღალი დონის ან საუკეთესო – როგორც დღეს მითხრეს, ჩვენ გვაქვს ამ იარაღის პრაქტიკულად შეუზღუდავი მარაგი, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სოციალურ ქსელში. Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, ტრამპი აცხადებს, რომ ამ იარაღებით, შესაძლებელია, ქვეყანამ “სამუდამოდ” იომოს, აშშ-ის მარაგები შევსებულია და დიდი გამარჯვებისთვისაც მზად არის.

მან ასევე ჯო ბაიდენი დაადანაშაულა უკრაინისთვის ბევრი ძვირადღირებული იარაღის უკრაინისთვის უფასოდ გადაცემაში, ზელენსკი კი მე-19 საუკუნის ცნობილ ამერიკელ შოუმენ ფინეას ტეილორ ბარნუმს შეადარა. “ომები შეიძლება „უსასრულოდ“ და ძალიან წარმატებითაც კი წარიმართოს მხოლოდ ამ მარაგებით (რომლებიც სხვა ქვეყნების საუკეთესო შეიარაღებაზეც უკეთესია!). უმაღლეს დონეზე კარგი მარაგი გვაქვს, თუმცა, ჯერ იქ არ ვართ, სადაც გვინდა ვიყოთ.

დამატებით, მაღალი კლასის მრავალი შეიარაღება ჩვენთვის შენახულია საზღვარგარეთ. მძინარე ჯო ბაიდენმა მთელი თავისი დრო და ჩვენი ქვეყნის ფული დახარჯა იმაზე, რომ ყველაფერი – ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადაეცა უკრაინის „ბარნუმისთვის“ (ზელენსკი!) და როცა ამდენი უმაღლესი დონის შეიარაღება უფასოდ გასცა, არც კი იზრუნა მის ჩანაცვლებაზე. საბედნიეროდ, მე პრეზიდენტობის პირველ ვადაში აღვადგინე სამხედრო ძალები და ამას ახლაც ვაგრძელებ. შეერთებული შტატები მომარაგებულია და მზად არის დიდი გამარჯვებისთვის!” – წერს დონალდ ტრამპი.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: ქართული ოპოზიცია იმაზე უფრო სწრაფად იშლება, ვიდრე ხსნის, თუ რის გაკეთებას აპირებს ჰიპოთეტური გამარჯვების მეორე დღეს
Next: ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც იყო – დონალდ ტრამპი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.