Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

უნდა დაყაროთ იარაღი და მიიღებთ სრულ ხელშეუხებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალტერნატივის სახით, გარდაუვალი სიკვდილი გელით – ტრამპი ირანს მიმართავს

მარშალ პრესი 28/02/2026
donald trump

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

ტრამპმა ირანს იარაღის დაყრისა და დანებებისკენ მოუწოდა.

„ცოტა ხნის წინ ამერიკელმა სამხედროებმა ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ჩვენი მიზანია ირანის რეჟიმის, ძალიან სასტიკი და საშინელი ხალხის ჯგუფისგან მომდინარე გარდაუვალი საფრთხის აღმოფხვრით ამერიკელი ხალხი დავიცვათ. მათი მუქარის შემცველი მოქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის აშშ-ს, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, საზღვარგარეთ მდებარე ბაზებს და მოკავშირეებს მთელ მსოფლიოში.

47 წლის განმავლობაში ირანის რეჟიმი სკანდირებდა „სიკვდილი ამერიკას“, აწარმოებდა უსასრულო სისხლისღვრისა და მასობრივი ხოცვა-ჟლეტის კამპანიას, რომელიც მიმართული იყო აშშ-ისკენ, ჩვენი სამხედროებისა და უდანაშაულო ხალხისკენ, მრავალი ქვეყნისკენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაციის მიზანი ირანის ბირთვული პროგრამების განადგურებაა.

„ამ ტერორისტულ რეჟიმს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება. კიდევ ერთხელ ვამბობ: მათ ბირთვული იარაღი არასდროს ექნებათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა“ და შეიარაღებულ ძალებს მიმართა.

„უნდა დაყაროთ იარაღი და მიიღებთ სრულ ხელშეუხებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალტერნატივის სახით, გარდაუვალი სიკვდილი გელით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

Post navigation

Previous: თოვლის გამო, დიდუბის რაიონის გამგეობის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შექმნილი პრობლემების მყისიერად აღმოსაფხვრელად
Next: პენიტენციური სამსახური ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.