Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს: აშკარა ანტიუკრაინული პოზიციის გამო, რაც აგულიანებს ოკუპანტ-რუსეთს და აფერხებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შთამბეჭდავ გამარჯვებებს ფრონტზე – მოგიწოდებთ სანქციების ქვეშ იქნას აყვანილი ბრიტანული UK Visas and Immigration სამსახური

მარშალ პრესი 27/02/2026
david kartvelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ბრიტანეთის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს მიმართ [„იმედი„ და „პოსტივი“] სანცქიების ამოწმედებაზე და იგივეს ურჩევს ბრიტანული UK Visas and Immigration (UKVI) სამსახურისმიმართ. პოსტს, რომელიც ქართველიშვილმა გამოაქვეყნა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილი წერილის ფორმა აქვს: „UK Prime Minister აშკარა ანტიუკრაინული პოზიციის გამო, რაც აგულიანებს ოკუპანტ-რუსეთს და აფერხებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შთამბეჭდავ გამარჯვებებს ფრონტზე – მოგიწოდებთ სანქციების ქვეშ იქნას აყვანილი ბრიტანული UK Visas and Immigration (UKVI) სამსახური.

ასევე ბრიტანული „საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოვლენილი ყველა ბრიტანული კომპანია, რომელმაც 2022-2025 წ.წ. საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით, ოკუპანტ-რუსეთთან 8 მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა დააფიქსირა. ამ თანხით, სულ მცირე საშუალო კლასის 300 ათასი დრონის შესყიდვა იქნებოდა საკმარისი, რათა ასობით ათასობით უკრაინელი ჯარისკაცის და უამრავი სამხედრო ტექნიკის განადგურება ყოფილიყო შესაძლებელი. ამ ინფორმაციას გიგზავნით სრულიად უსასყიდლოდ – თქვენი სახელმწიფოს მიერ უკრაინისთვის გულწრფელი ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების გაწევის ფარგლებში! პატივისცემით,“ – აღნიშნულია დავით ქართველიშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

Post navigation

Previous: ასე ითვლიდა არჩევნების შედეგებსაც, 2008-ში უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე იმდენად არარეალური პროცენტები მიიწერა ხელვაჩაურის ოლქში, ვეღარ ჩაჯდა არითმეტიკულ ლოგიკაში და იძულებული გახდნენ გაეუქმებინათ ამ ოლქის შედეგი, ეს გამოკითხვაც ასეთია
Next: სოკოებივით მომრავლებულ სხვადასხვა მედიაენჯეოს, მედიის დამცველს, კინწურაშვილებს და მსგავსებს დღეს გაკრინტული აქვთ ხმა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.