Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სოკოებივით მომრავლებულ სხვადასხვა მედიაენჯეოს, მედიის დამცველს, კინწურაშვილებს და მსგავსებს დღეს გაკრინტული აქვთ ხმა

მარშალ პრესი 27/02/2026
shalva papuashvili1

სოკოებივით მომრავლებულ სხვადასხვა მედიაენჯეოს, მედიის დამცველს, კინწურაშვილებს და მსგავსებს, რომლებიც წლების განმავლობაში მილიონებს იღებდნენ და გვაჩვენებდნენ, თითქოს რაღაც სიტყვის თავისუფლების, მედიის თავისუფლების მცველები არიან, დღეს გაკრინტული აქვთ ხმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სინამდვილეში მოხდა ის, რომ უცხო ქვეყანა თავს დაესხა ქართულ მედიას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს ვინც ჩუმად არის ან ემხრობა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, ის დგება უცხო ქვეყნის და არა – საკუთარი სამშობლოს მხარეს.

„ფაქტია, უცხო ქვეყანა თავს დაესხა ქართულ მედიას და ხმა აქვთ გაკრინტული. სწორედ ეს არის ყველაზე კარგი ლუსტრაცია, რომ ეს „ენჯეოები“ არიან საქართველოში უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები. ხმას არ იღებენ, რადგან ფულს იღებენ მათგან, ვინც დღეს თავს ესხმის ქართულ მედიას. ამიტომ ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ უცხოური ფულით საქართველოში შეგვიქმნეს მეხუთე კოლონა, რომლებიც როცა მიიღებენ შესაბამის მითითებას, „მოლოტოვის კოქტეილები“ უნდა ესროლონ საქართველოს პარლამენტს და პოლიციელებს. როცა საჭირო გახდება, თავდასხმებზე ჩუმად უნდა იყვნენ, რომ გაამართლონ თავიანთი დამფინანსებლების ქმედებები. ეს არის ფაქტი, რომ საქართველოში მოქმედებს მეხუთე კოლონა, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება და ეს არის მტკიცებულება – დღემდე არცერთმა მედიაუფლებების დამცველმა, კოალიციამ, ორგანიზაციამ თუ, ლეგიონია მათი სახელი, არცერთმა ხმა არ ამოიღო, როცა უცხო ქვეყანა თავს დაესხა ქართულ მედიას. ეს არის მათი საბოლოო განაჩენი, როგორც მედიის სფეროში ან ენჯეოსფეროში მომუშავე ადამიანისთვის. ეს არის მათი საბოლოო განაჩენი, როგორც ამ ქვეყნის შვილებისთვის, როდესაც ისინი დადგნენ ლონდონის და არა საქართველოს მხარეს. ფაქტია, დღეს ვინც ჩუმად არის ან ემხრობა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, ის დგება უცხო ქვეყნის და არა – საკუთარი სამშობლოს მხარეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს: აშკარა ანტიუკრაინული პოზიციის გამო, რაც აგულიანებს ოკუპანტ-რუსეთს და აფერხებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შთამბეჭდავ გამარჯვებებს ფრონტზე – მოგიწოდებთ სანქციების ქვეშ იქნას აყვანილი ბრიტანული UK Visas and Immigration სამსახური
Next: გასულ დღეებში წარმოჩინდა, ვინ არის ხალხის ლეგიტიმაციით აღჭურვილი ქართული ძალა და ვინ იღვწის ხელისუფლებაში მოსახვედრად, რათა უცხოელი პატრონების მანკიერ ინტერესებს ემსახუროს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.