Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ასე ითვლიდა არჩევნების შედეგებსაც, 2008-ში უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე იმდენად არარეალური პროცენტები მიიწერა ხელვაჩაურის ოლქში, ვეღარ ჩაჯდა არითმეტიკულ ლოგიკაში და იძულებული გახდნენ გაეუქმებინათ ამ ოლქის შედეგი, ეს გამოკითხვაც ასეთია

მარშალ პრესი 27/02/2026
tsotne ananidze

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში ექს-პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის, მიერ გამოქვეყნებულ გამოკითხვას ეხმიანება, რომლის ჯამიც 102%-ია. ანანიძის განცხადებით, სწორედ ასე ითვლიდა „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შედეგებს, რომლის ნათელი მაგალითიც, ხელვაჩაურის ოლქის 2008 წლის არჩევნების შედეგია.

„ასე ითვლიდა არჩევნების შედეგებსაც. 2008-ში უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე იმდენად არარეალური პროცენტები მიიწერა ხელვაჩაურის ოლქში, ვეღარ ჩაჯდა ვერანაირ არითმეტიკულ ლოგიკაში და იძულებული გახდნენ გაეუქმებინათ ამ ოლქის შედეგი. ეს გამოკითხვაც ასეთია,“- წერს ცოტნე ანანიძე. ცნობისთვის, მიხელ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინტერკონტინენტური დიასპორების გაერთიანება „თაობები საქართველოსთვის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვა, რომლის ჯამიც 102% აღმოჩნდა.

Post navigation

Previous: იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
Next: დავით ქართველიშვილი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს: აშკარა ანტიუკრაინული პოზიციის გამო, რაც აგულიანებს ოკუპანტ-რუსეთს და აფერხებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შთამბეჭდავ გამარჯვებებს ფრონტზე – მოგიწოდებთ სანქციების ქვეშ იქნას აყვანილი ბრიტანული UK Visas and Immigration სამსახური

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.