Skip to content
16/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები განაგრძობენ შეხვედრებს “ხალხის ძალის” ფრაქციების წარმომადგენლებთან საკრებულოებში

მარშალ პრესი 27/02/2026
1772172799491

პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები განაგრძობენ შეხვედრებს “ხალხის ძალის” ფრაქციების წარმომადგენლებთან საკრებულოებში

პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ ლიდერები ამჯერად წალკისა და თეთრიწყაროს საკრებულოებში „ხალხის ძალის“ ფრაქციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო „ხალხის ძალის“ სამომავლო გეგმებს, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და “ხალხის ძალის” ხედვებს ამ მიმართულებით. თეთრიწყაროსა და წალკაში, „ხალხის ძალის“ ლიდერებს გააცნეს მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები, ისაუბრეს წალკისა და თეთრიწყაროს განვითარების პოტენციალზე.

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ორივე რაიონი ძალიან პერსპექტიულია. მისი თქმით, მოისმინეს ადგილობრივების პრობლემებიც, რომელთა დიდი ნაწილი დაკავშირებულია მიწებისა და სახლების რეგისტრაციასთან.

შეხვედრებს წალკასა და თეთრიწყაროში ესწრებოდნენ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი, პარლამენტის წევრი ზურაბ ქადაგიძე და თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ხალხის ძალის” თავმჯდომარე -ზაქარია წიკლაური.

Post navigation

Previous: ჯონდი ბაღათურია: ერთმნიშვნელოვნად ომში ჩართვა უნდათ და დღეს, ომში ჩვენი ჩართვა კიდევ უფრო აქტუალურია
Next: „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შევქმნით საკუთარ ბანკს – არხის მმართველების განცხადება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.