Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯონდი ბაღათურია: ერთმნიშვნელოვნად ომში ჩართვა უნდათ და დღეს, ომში ჩვენი ჩართვა კიდევ უფრო აქტუალურია

მარშალ პრესი 27/02/2026
jondi

“ერთმნიშვნელოვნად ომში ჩართვა უნდათ. დღეს, ომში ჩვენი ჩართვა კიდევ უფრო აქტუალურია, აგებენ იქ ომს და ახლა ჟანგბადივით სჭირდებათ, რომ სადღაც ნახონ ვიღაც საწყალი ხალხი, როგორც უკრაინელი ხალხი, ისე შეატაკებენ რუსეთს და მეორე ფრონტს გაახსნევინებენ, – ამის შესახებ “ქართული დასის” ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ, გადაცემაში “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე” განაცხადა.

მისი თქმით, ევროპულ ბიუროკრატიას ბოლშევიკებთან არაერთი საერთო აქვს და მათაც სურთ საკუთარი რევოლუციის ექსპორტი სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა, ტერმინები ცოტათი შეიცვალა. ბაღათურია აცხადებს, რომ ევროკავშირის ბოლო რეზოლუციებით ნათელი ხდება, რომ მათ ლგბტ დიქტატურის დამყარება უნდათ.

“ზოგადად, ბოლშევიკებს რა ჰქონდათ, რაში მდგომარეობდა ტროცკიზმი? თუ გახსოვთ, იყო ასეთი ტერმინი – “რევოლუციის ექსპორტი” და წითელი დიქტატურის დამყარება. ეს იგივე ხალხია, ამათაც უნდათ თავიანთი რევოლუციების ექსპორტი. ოღონდ, ტერმინები ცოტა შეიცვალა, წითელი კომისრების ნაცვლად, ცისფერი კომისრები დადიან და რევოლუციების ექსპორტის ნაცვლად, ლაპარაკია ფერადი რევოლუციების ექსპორტზე და მთელი ჯაჭვი მიდის ხოლმე ამ რევოლუციების. უნდათ ლგბტ დიქტატურის დამყარება – ამას ვინმე მალავს? ნახეთ, ევროკავშირის ბოლო რეზოლუციები როგორია. ევროკავშირში პირდაპირ დასჯადად ითვლება ნებისმიერი სახელმწიფოს მოქმედება, თუ იგი არ იზიარებს ევროკავშირის მიერ მიღებულ ამ ლგბტ პროპაგანდას.” – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

Post navigation

Previous: ლიზ ტრასი: როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ მორალური კომპასი? ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუშვა მოზარდი გოგონების წამება და გაუპატიურება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.