Skip to content
17/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

გრიგოლ ლილუაშვილს 13 წელი პატიმრობა მიესაჯა

მარშალ პრესი 16/09/2026
grigol liluashvili

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა.

ლილუაშვილი დამნაშავედ ცნეს: ბაგა-ბაღების საგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების 2 ეპიზოდზე.

გამოძიება ლილუაშვილს ედავებოდა, რომ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს იმდროინდელი ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის და ამავე სააგენტოს სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს მფარველობდა. კერძოდ, ბრალდების თანახმად, ისინი თანხებს ე.წ. ატკატების სახით იღებდნენ, რისი მფარველობისთვისაც ქრთამის ნაწილი გრიგოლ ლილუაშვილთან უშუალოდ კახაბერ გვანცელაძეს მიჰქონდა.

გრიგოლ ლილუაშვილს ასევე ბრალად ჰქონდა წარდგენილი თაღლითური „ქოლ ცენტრების” მფარველობა. ბრალდების თანახმად, მისი უახლოესი პირი – ანდრია ლილუაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა „ქოლ ცენტრების” საქმიანობაში.

სუს-ის ყოფილ უფროსს ასევე ედავებოდნენ ქრთამის აღების ორ ეპიზოდს, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით.

გრიგოლ ლილუაშვილი ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს.

Post navigation

Previous: საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა
Next: ირაკლი კირცხალია – არსებობენ ჯგუფები, რომელთა ინტერესშიც შედის მხოლოდ ის, რომ როგორმე ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის წინსვლას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.