Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ანატოლი ბიბილოვის განაცხადებას არანაირი შიდა თუ საერთაშორისო სამართლებრივი ძალა არ გააჩნია

მარშალ პრესი 02/04/2022
შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებას, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკა ისტორიული სამშობლოს, რუსეთის შემადგენლობაში იქნება, არანაირი შიდა თუ საერთაშორისო სამართლებრივი ძალა არ გააჩნია.

„ასეთი სახის განცხადებებს, შესაძლო რეფერენდუმებს, თუ არჩევნებს და ა.შ. შიდა თუ საერთაშორისო სამართლებრივი ძალა თავისთავად არ გააჩნია. ვიცით, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. არაერთხელ იყო ეს მოწოდებები, მცდელობებიც, სხვადასხვა სახის ასეთი გამოკითხვებიც, მაგრამ მთავარი არის ერთი, არაღიარების პოლიტიკა არის მტკიცე. იცით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს ამ ქვეყანაზე არავინ აღიარებს ერთი-ორი სახელმწიფოს გარდა. ასე, რომ მთავარია ეს მიდგომა. თავისთავად, ამ სიტუაციაში ეს დაძაბვის მცდელობა, რა თქმა უნდა, არის მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა, ისევე როგორც წინა შემთხვევებში აქაც რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი ამას არ აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ბექა ოდიშარია: ქართული სახელმწიფო, მისი ხელისუფლება და ხალხი ერთიანია უკრაინელი ხალხის მიმართ სიყვარულსა და დამოკიდებულებაში
Next: მიხეილ სააკაშვილი ხშირად იხლართება-ხოლმე ტყუილსა და მართალში. ძალიან ძნელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოდელირება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.