Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ელჩებზე: როგორ გაბედა საქართველომ და დაიცვა თავისი სუვერენიტეტი, თავისუფლება, გადაარჩინა ქვეყანა სისხლისმღვრელი ომისგან, ეს ვერ აიტანეს

მარშალ პრესი 25/02/2026
kircxalia

არამხოლოდ ღიად მოგვიწოდებდნენ [რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ], თავიანთ აგენტურაზე დაყრდნობით და შემდეგ სირბილით თავიანთი მაღალჩინოსნების რუსთაველის გამზირზე, არამედ სახელმწიფო გადატრიალებაში იღებდნენ პირდაპირ მონაწილეობას თავიანთი განცხადებებით, – განაცხადა გადაცემაში „იმედი live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ელჩების ნაწილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას.

კირცხალია ევროპული ქვეყნების მერკანტილურ ინტერესებზე საუბრობს და ამის მაგალითად ბალტიისპირეთიდან რუსეთში ღვინის ექსპორტსაც ასახელებს. „საერთოდ როგორ ბედავენ და უბედავენ ჩვენს ქვეყანას, რომ ამ ტონით ესაუბრონ. დღეს ვხედავთ, რომ რიგში დგანან რუსეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენისთვის. კარგად გახსოვთ ვამბობდით, რომ არსებობს ვიწრო მერკანტილური ინტერესები. ამ ყველაფერთან ერთად დღეს გვიბედავენ და ნიჩბით თვალებში ნაცარს გვაყრიან, რომ თურმე არასდროს მოუწოდებიათ. მიზეზი არის ერთი საქართველომ მათ გაუცრუა ის მოლოდინი და იმედი, რომ ჩვენ ვქცეულიყავით მათ ყურმოჭრილ მონებად, როგორ გაბედა საქართველომ და დაიცვა თავისი სუვერენიტეტი, თავისუფლება, გადაარჩინა ქვეყანა სისხლისმღვრელი ომისგან, ეს ვერ აიტანეს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Post navigation

Previous: იმეორებენ იგივე თავდასხმას, რაც მათმა მართულმა და ხელისუფლებაში მყოფმა მეხუთე კოლონამ აქ დაატრიალა 2007 წელს
Next: სოზარ სუბარი: არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც უკრაინის სასარგებლოდ მეტი რეზოლუციისთვის აქვს მხარი დაჭერილი, ვიდრე საქართველოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.