Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოზარ სუბარი: არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც უკრაინის სასარგებლოდ მეტი რეზოლუციისთვის აქვს მხარი დაჭერილი, ვიდრე საქართველოს

მარშალ პრესი 26/02/2026
sozar subari

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განხილულ რეზოლუციასა და მის ავტორზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და განაცხადა, რომ დოკუმენტში აბსოლუტური ტყუილებია ჩაწერილი. „რეზოლუციის პროექტში წერია, თითქოს საქართველო არ უერთდება უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. თუნდაც გუშინ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო უკრაინის მიერ შეტანილი რეზოლუცია უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, რომელსაც მხარი დაუჭირა საქართველომ, მაშინ როცა მხარი არ დაუჭირეს აშშ-მ, უნგრეთმა, ბრაზილიამ, ჩინეთმა, სამხრეთ აფრიკამ, ასევე ჩვენმა მეზობლებმა – სომხეთმა და აზერბაიჯანმა და არაერთმა სხვა ქვეყანამ. ევროპარლამენტში დღევანდელი მოსმენებისა და რეზოლუციის ავტორი იყო რასა იუკნევიჩიენე, ადამიანი, რომელმაც იმდენად გამოიჩინა თავი ანტიქართული განცხადებებითა და ქმედებებით, რომ მგონი თავის სამშობლოშიც არ იცნობენ ისე კარგად, როგორც საქართველოში. ამ რეზოლუციაშიც მას ჩაწერილი აქვს აბსოლუტური ტყუილები, თუნდაც ის, თითქოს საქართველო არ უერთდება უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს. რეალობა კი ისაა, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც უკრაინის სასარგებლოდ მეტი რეზოლუციისთვის აქვს მხარი დაჭერილი, ვიდრე საქართველოს.

ესეც არის ორმაგი სტანდარტი, რომელსაც კარგად ხედავს ჩვენი მოსახლეობა და ამიტომაც აქვს ასეთ რეზოლუციებსა და ანტიქართულ გამოხტომებს ჩალის ფასი. სწორედ ასეთი ორმაგი სტანდარტების გამო ხდება, რომ ევროპის ქვეყნებში იმატებს იმ პარტიების მხარდაჭერა, რომლებიც ევროსკეპტიკურად არიან განწყობილი და რომლებისთვისაც საკუთარი სამშობლოს ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ევრონიუროკრატთა ახირებები. ამ ფონზე, უნდა ველოდოთ, რომ უახლოეს წლებში მკვეთრად შეიცვლება ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი,“ — განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია ელჩებზე: როგორ გაბედა საქართველომ და დაიცვა თავისი სუვერენიტეტი, თავისუფლება, გადაარჩინა ქვეყანა სისხლისმღვრელი ომისგან, ეს ვერ აიტანეს
Next: პირადად ჩემი და პარტია „ხალხის ძალის“ სახელით უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებ ტელეკომპანია “Postv-ის” და ტელეკომპანია „იმედს“ – ისინი აკეთებენ უზარმაზარ საქმეს და ამას აფასებს ქართველი ხალხი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.