Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იმეორებენ იგივე თავდასხმას, რაც მათმა მართულმა და ხელისუფლებაში მყოფმა მეხუთე კოლონამ აქ დაატრიალა 2007 წელს

მარშალ პრესი 25/02/2026
irakli kircxalia1

ვეღარ არბევენ, ვეღარ ურტყამენ ფეხმძიმე ჟურნალისტებს, ვერ ამტვრევენ აპარატურას, მაგრამ ცდილობენ სრულიად უსუსურად ჩაახშონ და თავს დაესხან თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ მედიას, – განაცხადა გადაცემაში „იმედი live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ თავისუფალ მედიაზე ბრიტანეთიდან განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას. მისივე თქმით, დღეს ბრიტანეთი იმეორებს იგივე თავდასხმას, რაც მართულმა და ხელისუფლებაში მყოფმა მეხუთე კოლონამ „იმედში“ 2007 წელს დაატრიალა.

„105 წელი გავიდა 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ, ეს დღე ქართველებს გვახსენებს თუ რას ნიშნავს თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, სამშობლოსთვის, ღირსებისთვის ბრძოლა, ეს გრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში. ნიშანდობლივია, რომ ამ დღეს ვზივარ ტელევიზიაში, რომელიც მაშინ მეხუთე კოლონამ ფიზიკურად დაარბია, გვახსოვს რამდენიმეწლიანი ოკუპაცია, ძალადობრივი ოკუპაცია და დღეს უკვე ვხედავთ, მეხუთე კოლონას სრულად ძალგამოცლილს, სათავეში ჩაუდგნენ თავიანთი პატრონები და კლასიკური, ყველაზე ბოროტი საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ გამოიყენონ თავიანთი ძალა. ვეღარ არბევენ, ვეღარ ურტყამენ ფეხმძიმე ჟურნალისტებს, ვერ ამტვრევენ აპარატურას, მაგრამ ცდილობენ სრულიად უსუსურად ჩაახშონ და თავს დაესხან თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ მედიას. იმეორებენ იგივე თავდასხმას, რაც მათმა მართულმა და ხელისუფლებაში მყოფმა მეხუთე კოლონამ აქ დაატრიალა 2007 წელს. პატივია თითოეული ქართველისთვის ამ ტელეკომპანიაში მოსვლა, დღეს კიდევ განსაკუთრებულად შემიძლია ვთქვა, რომ ამაყი ვარ, რადგან დღესაც დგას ეს ტელევიზია, მისი ღირსეული გუნდი მშვიდობის, სამშობლოს, ერთიანობის სადარაჯოზე, როგორც ეს იყო და როგორი ისტორიაც აქვს ამ სახელს, რასაც „იმედი“ ჰქვია, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Post navigation

Previous: შედეგი – ორი არხის რეიტინგის ზრდა და კიდევ მეტი პოპულარობა იქნება – თეა წულუკიანი “იმედის” და “პოსტივი”-ს სანქცირებაზე
Next: ირაკლი კირცხალია ელჩებზე: როგორ გაბედა საქართველომ და დაიცვა თავისი სუვერენიტეტი, თავისუფლება, გადაარჩინა ქვეყანა სისხლისმღვრელი ომისგან, ეს ვერ აიტანეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.