Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შედეგი – ორი არხის რეიტინგის ზრდა და კიდევ მეტი პოპულარობა იქნება – თეა წულუკიანი “იმედის” და “პოსტივი”-ს სანქცირებაზე

მარშალ პრესი 25/02/2026
tea tsulukiani

დიდი ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმას, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შედეგი “იმედისა” და “პოს ტვ”-ის რეიტინგის კიდევ უფრო მეტი ზრდა იქნება.

წულუკიანის განცხადებით, იმას, თუ რატომ დადგა ყველა ხუმრობის ხასიათზე, ვერ გაიგებენ ისინი, ვინც მიტაცებული “ერორით” ინარჩუნებდნენ ხელისუფლებას და გაცილებით მცირე რესურსის მქონე “მაესტროს” მაყურებელმა დაამარცხა.

“იმპოტენტური თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე ბრიტანული დემოკრატიის სახელით. შედეგი ორი არხის რეიტინგის ზრდა და კიდევ მეტი პოპულარობა იქნება.
იმას, თუ რატომ დავდექით ყველა ხუმრობის ხასიათზე, ვერ გაიგებენ ისინი, ვინც მიტაცებული ერორით ინარჩუნებდნენ ხელისუფლებას და დამარცხებულ იქნენ მიკრომედია მაესტროს მაყურებლის მიერ,” – წერს თეა წულუკიანი.

Post navigation

Previous: უპირობოდ მხარს დავუჭერ ტელეკომპანია „პოსტვის“ და ტელეკომპანია „იმედს“!!! თქვენი მუქარები …. აიკარით, ვინც შეგიშინებიათ, ისინი შეაშინეთ!
Next: იმეორებენ იგივე თავდასხმას, რაც მათმა მართულმა და ხელისუფლებაში მყოფმა მეხუთე კოლონამ აქ დაატრიალა 2007 წელს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.