Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ეს იყო თავდასხმა პარლამენტის წევრზე უმძიმესი, უბინძურესი პროვოკაციით

მარშალ პრესი 30/06/2022
ანრი ოხანაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა „იმედი LIVE“-ში აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე დეტალურად ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, ის ღონისძიებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან მივიდა „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი და სთხოვა, რომ რაღაცის თქმა სურდა.

„ის მომიახლოვდა და ყურში ჩურჩულით უბინძურესი სიტყვები თქვა, რასაც მე არ და ვერ ვიტყვი. ეს იყო უბინძურესი პროვოკაცია. ის მაშინვე, მყისიერად გაეცალა იქაურობას სწრაფი ნაბიჯებით. პრაქტიკულად ეს იყო წარმოუდგენელი რამ, ვერც გავაცნობიერე, თუ რასთან მქონდა საქმე. თუმცა ფაქტი ის იყო, რომ მან უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო და შესაბამისად ლოგიკურია, რომ მე მქონდა ინტერესი, მისთვის მეკითხა, თუ როგორ გაბედა ეს მან აშშ-ის საელჩოს ღონისძიებაზე და როგორ გაბედა ადამიანის მიმართ, რომელსაც პრაქტიკულად არც იცნობს. რამდენიმე წუთში ის დავინახე, რა დროსაც ვკითხე, თუ რატომ იკადრა და როგორ გაბედა ეს უბინძურესი პროვოკაცია, რა დროსაც მან გააგრძელა შესაბამისი საუბარი. ამას ჩემი მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაქცია, ადეკვატური პასუხი, თუმცა არა ისეთი ბინძური საუბარი, რაც მისი მხრიდან იყო. ამ დროს მოხდა მცირე ფიზიკური შეხლა-შემოხლა. ეს იყო თავდასხმა პარლამენტის წევრზე უმძიმესი, უბინძურესი პროვოკაციით“, -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

Post navigation

Previous: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს (დედის გინება ყველაზე ბინძური და ამაზრზენი ფორმით) – მამუკა მდინარაძე
Next: ანრი ოხანაშვილი: არავითარი ჯგუფური შეტევა არ ყოფილა, ეს იყო პროპორციული პასუხი უმძიმეს პროვოკაციაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.