Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს (დედის გინება ყველაზე ბინძური და ამაზრზენი ფორმით) – მამუკა მდინარაძე

მარშალ პრესი 30/06/2022
მამუკა მდინარაძე

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალური ქსელით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და წერს:

“მხოლოდ ორი ვერსია გვაქვს:
ვერსია 1: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს (დედის გინება ყველაზე ბინძური და ამაზრზენი ფორმით), გაეცალა მყისიერად და ძალიან მალე თანმხლებ ახალგაზრდა ქალთან ერთად, ჭიქით ხელში კვლავ მიუახლოვდა, რითაც ის შეგნებულად, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე(!), წავიდა უმძიმეს პროვოკაციაზე, რასაც საბოლოოდ მათ შორის დაპირისპირება მოყვა.
ვერსია 2: ამერიკის საელჩოში მიღებაზე სტუმრად მისულმა ოთხმა დეპუტატმა, დაინახეს რა ტვ1-ს დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი, მივარდნენ მას და უმიზეზოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
დასკვნები უმარტივესი გამოსატანია!…
როგორი მართალიც არის მეორე ვერსია, ისეთივე მართლები არიან სულ ნაციონალური მოძრაობის და მათი ტელევიზიების ლიდერები.
ასევე უნდათ საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება.
ასევე განიცდიან თავისი სამშობლოს ტკივილს.
ასეთივე სიმართლით იბრძვიან…
სინამდვილეში კი, არ არსებობს მათზე პროვოკატორი, ანტიეროვნული, ანტიევროპული და საქართველოს წინააღმდეც ჰიბრიდული ომის მწარმოებელი ხალხი (იხ. ვერსია და სიმართლე #1)!” – წერს მდინარაძე

Post navigation

Previous: თამთა მეგრელიშვილი: აშშ-ის საელჩოს მიღებაზე, ზუსტად შერჩეულ ადგილსა და გარემოში, პრინციპში კელი დეგნანის გვერდით ვატო წერეთელმა ანრი ოხანაშვილს უმძიმესი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
Next: ანრი ოხანაშვილი: ეს იყო თავდასხმა პარლამენტის წევრზე უმძიმესი, უბინძურესი პროვოკაციით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.