Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: არავითარი ჯგუფური შეტევა არ ყოფილა, ეს იყო პროპორციული პასუხი უმძიმეს პროვოკაციაზე

მარშალ პრესი 30/06/2022
ანრი ოხანაშვილი

არავითარი ჯგუფური შეტევა იქ არ ყოფილა, ეს იყო პროპორციული პასუხი უმძიმეს პროვოკაციაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „იმედი LIVE“-ში აშშ-ის საელჩოში ვატო წერეთელთან მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

„არავითარი ჯგუფური და არავითარი შეტევა იქ არ ყოფილა. მე მასთან მივედი იმისთვის, რომ მეკითხა როგორ გაბედა ასეთი უბინძურესი პროვოკაცია. არავითარი სხვა დამოკიდებულება იქ არ ყოფილა. მან შემდეგ განაგრძო ასევე ბინძური პროვოცირება, რაზეც პროპორციული პასუხი მიიღო. მე არ მიკადრია ის, რაც მან იკადრა“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

Post navigation

Previous: ანრი ოხანაშვილი: ეს იყო თავდასხმა პარლამენტის წევრზე უმძიმესი, უბინძურესი პროვოკაციით
Next: „სირცხვილიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მარიამ ბაჯელიძე სოციალურ ქსელში ანრი ოხანაშვილისა და ირაკლი ზარქუას პერსონალურ ინფორმაციას აქვეყნებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.