Skip to content
24/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მინდა, ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდო, ჩვენთან ერთად დაასანქციროს დონალდ ტრამპი-უმცროსი და მთლიანად ევროკომისია, რომლის ბოლო კვლევაშიც ერთ-ერთი უკრაინაა დასახელებული ევროპის ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად

მარშალ პრესი 24/02/2026
zviad avaliani

“მეგობრებო, როგორც იცით დღეს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ POSTV დაასანქცირა. დასანქცირების მიზეზიც ხომ იცით? ჩვენ თურმე საზოგადოება შეცდომაში შეგვყავს და ვაცხადებთ, რომ უკრაინის ხელისუფლება ძალიან კორუმპირებულია. დიახ, ნამდვილად ვამბობთ ამას და მომავალშიც ვიტყვით, იმიტომ რომ მართლა ასეა, მაგრამ ამ პოსტში სხვა რამე მინდა ვთქვა”- წერს ჟურნალისტი ზვიად ავალიანი სოციალურ ქსელში. ავალიანი დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, მათთან ერთად დაასანქცირონ ის პირები, რომლებსაც ასევე აქვთ განცხადება გაკეთებული, რომ უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა.

“მინდა ბრიტანეთის მთავრობას ვურჩიო და მოვუწოდო, იყოს თანმიმდევრული და ჩვენთან ერთად დაასანქციროს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი, რომელიც ამბობს, რომ უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა დღევანდელ მსოფლიოში. ასევე, მინდა ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდო ჩვენთან ერთად დაასანქციროს აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი დონალდ ტრამპი-უმცროსი, რომელმაც სულ ახლახანს ასევე ღიად განაცხადა, რომ უკრაინა ბევრად უფრო კორუმპირებული ქვეყანაა, ვიდრე თუნდაც რუსეთი; დაბოლოს, მინდა ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდო ჩვენთან ერთად დაასანქციროს მთლიანად ევროკომისია, რომლის ბოლო კვლევაშიც სწორედ უკრაინა და მოლდოვა არიან დასახელებული ევროპის ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებად. აბა ასე რა გამოდის? ევროკომისიამ თუ თქვა უკრაინა კორუმპირებულიაო, მართალია და ჩვენ თუ ვთქვით, მაშინ დეზინფორმაციაა?”- წერს ზვიად ავალიანი.

Post navigation

Previous: დიდუბის რაიონის გამგეობა კორპუსის დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციას ახორციელებს
Next: ორი ხელისუფლება დაესხა თავს “იმედს” მისი არსებობის მანძილზე – “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი და ბრიტანეთის ხელისუფლება. ვულოცავ კირ სტარმერს, ამაზე ნაკლებ რეჟიმთან არ უნდა დაწყვილდე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.