Skip to content
24/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ორი ხელისუფლება დაესხა თავს “იმედს” მისი არსებობის მანძილზე – “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი და ბრიტანეთის ხელისუფლება. ვულოცავ კირ სტარმერს, ამაზე ნაკლებ რეჟიმთან არ უნდა დაწყვილდე

მარშალ პრესი 24/02/2026
irma zavradashvili

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირმა ზავრადაშვილი, დიდი ბრიტანეთის მიერ “იმედისა” და “პოსტივის” სანქცირებას, სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ ამ თავდასხმით, კირ სტარმერი, “ნაცმოძრაობის” რეჟიმთან დაწყვილდა.

მისი თქმით, სანქციების დაწესება, მორიგი შეტევაა ქვეყანაზე, ხალხზე და სიმართლეზე, რომელიც ასე აშინებს ქვეყნის მტრებს შიგნით და გარეთ, თუმცა, ეს ნაბიჯი შედეგს ვერ გამოიღებს.

“რა სიმბოლურია – ორი ხელისუფლება დაესხა თავს “იმედს” მისი არსებობის მანძილზე – “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი და ბრიტანეთის ხელისუფლება. ვულოცავ კირ სტარმერს – ამაზე ნაკლებ რეჟიმთან არ უნდა დაწყვილდე.

“იმედი” ხალხის ტელევიზიაა, მართლა ემსახურება ხალხს და ხალხის დაკვეთას ასრულებს, რასაც ყველაზე უკეთ მისი რეიტინგები მოწმობს. მისი დასანქცირება მორიგი შეტევაა ქვეყანაზე, ხალხზე და სიმართლეზე, რომელიც ასე აშინებს ქვეყნის მტრებს შიგნით და გარეთ. ტყუილად ირჯებით. “იმედი” ყოველთვის იქნება ხალხის და ქვეყნის სამსახურში.

Postv-საც დიდი და უფასო რეკლამა გაუკეთა ოდესღაც დიდმა ბრიტანეთმა. არც იქ მუშაობენ ნაკლები პატრიოტები და მახვილი სიტყვის მთქმელები, ასე რომ მანდაც „კოვზი ნაცარში“, დიარ ფრენდს.

რაც შეეხება სანქციებს – წერეთ, იკითხეთ და კააარგად დაგვაკვირდით, როგორ “ვცახცახებთ”,” – წერს ზავრადაშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: მინდა, ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდო, ჩვენთან ერთად დაასანქციროს დონალდ ტრამპი-უმცროსი და მთლიანად ევროკომისია, რომლის ბოლო კვლევაშიც ერთ-ერთი უკრაინაა დასახელებული ევროპის ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.