Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

კრიმინალურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო პენსიონერის წინააღმდეგ, რომელმაც ფრიდრიხ მერცს „პინოქიო“ უწოდა

მარშალ პრესი 22/02/2026
merc

გერმანიაში კრიმინალურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო პენსიონერის წინააღმდეგ, რომელმაც გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, „პინოქიო“ უწოდა. Apollo News-ის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა კომენტარი ინტერნეტ-მონიტორინგის დროს აღმოაჩინეს და საქმე ოფიციალურად აღძრეს.

გამოცემის ცნობით, გამოძიება ფეისბუკზე გაკეთებული კომენტარის საფუძველზე დაიწყო, რომელიც გასული წლის ოქტომბერში ფრიდრიხ მერცისა და ვინფრიდ კრეჩმანის ვიზიტს უკავშირდებოდა. კერძოდ, მამაკაცმა დაწერა: „პინოქიო მოდის ჰაილბრონში“.

3 თვის შემდეგ პენსიონერმა კრიმინალური გამოძიების განყოფილებიდან შეტყობინება მიიღო, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება საჯარო პირის შეურაცხყოფის ფაქტზე.

მიმდინარე საქმეში ბრალდებული ამტკიცებს, რომ მისი კომენტარი კონკრეტული პირის მიმართ მიზანმიმართულ შეურაცხყოფას არ წარმოადგენდა.

Post navigation

Previous: გურჯაანის მერი ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე: ინფორმაცია, რომ პროექტი აღარ გაგრძელდება, სიმართლეს არ შეესაბამება. ტენდერი ახლიდან გამოცხადდება და რაც შეიძლება მოკლე ვადებში სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება
Next: სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.