Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

გურჯაანის მერი ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე: ინფორმაცია, რომ პროექტი აღარ გაგრძელდება, სიმართლეს არ შეესაბამება. ტენდერი ახლიდან გამოცხადდება და რაც შეიძლება მოკლე ვადებში სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება

მარშალ პრესი 22/02/2026
giorgi machavariani

გურჯაანის მერი, გიორგი მაჭავარიანი, საქართველოს მთავრობის მიერ სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე და ახალი ტენდერის გამოცხადებაზე კომენტარს აკეთებს.
გურჯაანის მერი ამბობს, რომ ინფორმაცია, თითქოს პროექტი გაჩერდა და აღარ გაგრძელდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ადგილზე გავეცანით რა მდგომარეობაა ამ პროექტთან დაკავშირებით. ის ინფორმაცია, რომ ეს პროექტი გაჩერდა და აღარ გაგრძელდება სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანიას, რომელიც ამ პროექტის სამუშაოებს ასრულებდა ხელშეკრულება შეუწყდებათ, ტენდერი ახლიდან გამოცხადდება და რაც შეიძლება მოკლე ვადებში სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება“- განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტისა და ახალ ტენდერის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან კომპანიებმა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს.

Post navigation

Previous: მგფ-ის დირექტორი ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტაზე: ამოვწურეთ ყველანაირი რესურსი, რომ ხელი შეგვეწყო და რამენაირად გაგრძელებულიყო სამუშაოები. მაქსიმალურად მოკლე დროში გამოცხადდება ახალი ტენდერი
Next: კრიმინალურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო პენსიონერის წინააღმდეგ, რომელმაც ფრიდრიხ მერცს „პინოქიო“ უწოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.